რეზონანსი
15.04.2024

ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო, ხან იგებს, ხან აგებს, მაგრამ ბოლოში მაინც ინელებს, – ამის შესახებ გიგი უგულავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და რეჟისორ რობერტ სტურუას მიმართავს.

უგულავა ეხმაურება რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებას, სადაც სტურუა ამბობს: „ისტორიულად გრძელდება ყველაზე დიდი კონფლიქტი საქართველოში – ნიჭიერ ხალხს ებრძვის უნიჭო ხალხი“.

„არა ბატონო [რობიკ], ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო. ხან იგებს, ხან აგებს, მაგრამ თქვენისთანა გენეოლოგიურ მოღალატეებს ბოლოში მაინც ინელებს. ასე მოხდება ახლაც.

პ.ს. კი ეტყობა დღევანდელ რუსთაველის თეატრს თქვენი ნიჭიერება. ყველგან რაღაც ხდება, თქვენთან კი წითელი ხვრინვა ისმის. სამარცხვინო ხართ. თქვენ რომ მოღალატე არ იყოთ, კავკასიურ ცარცის წრეში მოქცეულ ქვეყანას ხელს გაუშვებდით ევროპისკენ. თქვენ კი რუსულ საფლავში მიექანებით და ექაჩებით საქართველოს“, – წერს გიგი უგულავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×