რეზონანსი
15.04.2024

„ქართული ოცნება“ ხშირად სცოდავდა, როცა ელჩებს რაღაცნაირად გამშველებლის როლში ვიწვევდით ხოლმე - შიგნით მე რა ცვლილება მაქვს, არც ერთი ელჩის საქმე არ არის და ამაზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არავის აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსია შესთავაზა.

მისივე თქმით, ჩვენს პარტნიორებს ჰგონიათ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის პრობლემებს შეუქმნის, იმიტომ, რომ მათ ქვეყნებში NGO-ები ისე არ იქცევიან, როგორც საქართველოში.

„არც ერთი უცხოური ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის საქმეში, შიდა პოლიტიკაში ჩარევა არ ღირს. ამას მე ვამბობ ცალსახად. ამ მხრივ „ქართული ოცნებაც“ ხშირად სცოდავდა, როცა მათ რაღაცნაირ გამშველებლის როლში ვიწვევდით ხოლმე. ეს არ შეიძლება რომ იყოს დაშვებული. ელჩის საქმე არის მის სახელმწიფოსა და ქართულ სახელმწიფოს შორის კონტაქტების დამყარება. მეტი არაფერი. შიგნით მე რა მაქვს ცვლილება არც ერთი ელჩის საქმე არ არის და ამაზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არავის აქვს, მაგრამ ვინაიდან შექმნილია ეს სიტუაცია და რაღაცნაირად მიჩვეულია ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი საზოგადოებაც რომ ეს ესე ხდება და ელჩები პრაქტიკულად, ჩვენს შიდა პოლიტიკაში მონაწილეობენ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა [დისკუსია]. ევროკავშირის ქვეყნებს პოლიტიკოსების წარმომადგენლები ვერ ხვდებიან NGo სექტორი თუ შეიძლება რეალურად მართლა იყოს გამოყენებული იმ მიზნებით, რითიც საქართველოში გამოყენება, იმიტომ, რომ იქ როგორც წესი ასე არ ხდება,“ - განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციას არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი „წუნიანი“.

„არც ერთი არგუმენტი ოპოზიციას საკომიტეტო განხილვაზე არ ერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რატომ არის ეს კანონი წუნიანი. უბრალოდ იძახდნენ, რომ ეს არის რუსული კანონი, რატომ არის რუსული იმასაც ვერ გასცდნენ/ხსნიან,“ - განაცხადა დავითულიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×