რეზონანსი
15.04.2024

„ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას გაწევრიანებაზე როგორ აპირებთ?“ - ამ კითხვით „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს მიმართა.

სამადაშვილი სთხოვს პასუხს, როგორ აპირებს ხელისუფლება მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირთან, როდესაც რუსული კანონი პარლამენტში ხელმეორედ შემოაბრუნეს. 

„ზუსტად ისე, როგორც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ბრძოლით, დისკუსიით... ეს არის ფაშიზმი, რომ ადამიანს პასუხის საშუალებას არ აძლევთ,“ - უპასუხა მდინარაძემ.

სალომე სამადაშვილმა მდინარაძის პასუხად თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ იმიტომ მიიღო, რომ ხალხმა რუსული კანონის მიღება გააპროტესტა და ხელისუფლება იძულებული გახდა კანონპროექტი გაეწვია.

არა, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რომ ქუჩაში ხალხი გამოვიდა და გაიძულა სამარცხვინოდ, მოსულიყავი პარლამენტში და უკან წაგეღო კანონი, მაგიტომ მიიღე კანდიდატის სტატუსი. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ეგ რუსული კანონი თავზე დაგახიათ, ამიტომ მიიღეთ კანდიდატის სტატუსი,“ - თქვა სალომე სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×