რუსეთი 20 000 წვევამდელს ათავსებს ბელარუსის ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინას, ასევე, თავად რესპუბლიკის სუვერენიტეტს - Unian-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა ისაუბრა.
იუსოვმა აღნიშნა, რომ პუტინი კვლავ შეეცდება ლუკაშენკოს ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში.
„ამოცანა, რომელსაც პუტინის რეჟიმი საკუთარ თავს უყენებს, არის ბელარუსის ომში სრულად ჩართვა სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ლუკაშენკო კვლავ წინააღმდეგობას უწევს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ზეწოლა იზრდება და 20 ათასი „ჩმობიკი" ემზადება. განლაგებულია ბელარუსის ტერიტორიაზე", - განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.
სადაზვერვო სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა წინასწარ შეიტყობს ამგვარი მოძრაობებისა და ბელარუსის განზრახვების შესახებ.
როგორც UNIAN წერს, დაზვერვის მთავარი დირექტორატის ინფორმაციით, ბელარუსიში რუსეთიდან მობილიზებული 20 000 ადამიანის განთავსება იგეგმება. მათ თვის ბოლომდე უნდა შეავსონ ბელარუსიში განლაგებული რუსული არმიის ნაწილები. გამოცდილ სამხედროთა და მობილიზებულთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/5.