რეზონანსი
25.04.2024

ეს შავი ფული ამიტომ სჭირდებათ, რომ სამოქალაქო სექტორში ჩარიცხონ, შემდეგ რევოლუციური სცენარები მოაწყონ, ამას დაეხმარება რეზოლუციები, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნასთან დაკავშირებული საკითხები... შემდეგ დასჭირდებათ ხელისუფლებაზე გადაბრალება. ეს არის გაშიფრული სცენარი, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის" ეთერში „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

„უკვე საჯაროდ აღიარებენ ისინი, დაუმორჩილებლობაზე და საბოტაჟზე საუბრობენ - ეს კინო ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს 2020 წელს? ნახეთ, როგორ დაალაგეს და რაში სჭირდებათ გაუმჭვირვალედ ფულის ხარჯვა: ხომ ყველას კარგად გვახსოვს 2020 წლის არჩევნებზე​ ISFED-ის ცნობილი გაყალბება პარალელური ხმის დათვლის, რის საფუძველზეც შემდეგ აშშ-ის საელჩომ გამოაცხო განცხადებები და თვეების განმავლობაში ოპოზიცია საბოტაჟს ახორციელებდა. ​

ეს შავი ფული ამიტომ სჭირდებათ, რომ სამოქალაქო სექტორში ჩარიცხონ, შემდეგ რევოლუციური სცენარები მოაწყონ, ამას დაეხმარება რეზოლუციები, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნასთან დაკავშირებული საკითხები... შემდეგ დასჭირდებათ ხელისუფლებაზე გადაბრალება. უნდათ, რომ საქართველოში პროცესები მართონ რადიკალურად. ეს არის გაშიფრული სცენარი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით საზოგადოებას, რომ იყოს შეიარაღებული. თუ რაიმე საშიშროება არის დღეს, ეს არის დეზინფორმაცია. დეზინფორმაციის მსხვერპლი რომ არ გახდეს საზოგადოება, ამიტომ ვაწვდით მას ამ სწორ ინფორმაციას", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×