რეზონანსი
11.08.2022

კლინიკა „ვივამედი" არ წარმოადგენს ისეთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება. აქ მიმდინარეობს შემანარჩუნებელი მკურნალობა იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციფიური მიმართულებით.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის. ჩვენი შეხედულება ურყევია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდება. მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციფიური მიმართულებით.

ახლა მიმდინარეობს იმუნიტეტის დაქვეითება. ეს არის რეფიდინგის სინდრომის ერთ-ერთი გართულება. ასეთ სიტუაციაში ინფექციებისადმი ტოლერანტობა არის დაქვეითებული.

თვითონ კლინიკა "ვივამედი" გეგმავს მკურნალობის პროგრესის ნახვას. ეს კლინიკა არ წარმოადგენს ისეთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება. აქ მიმდინარეობს შემანარჩუნებელი მკურნალობა იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს წონის კლება, ასევე, არის გარკვეული ინფექციისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ვინაიდან იმუნიტეტი დაქვეითებულია.

„წონის კლება მიმდინარეობს და ასევე არის გარკვეული ინფექციებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ვინაიდან იმუნიტეტი დაქვეითებულია. დასკვნა ექნებათ ადვოკატებს მას შემდეგ, რაც ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი კოლეგები", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×