რეზონანსი
01.07.2022

იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა უკვე არის გაწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაში.

​​„დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას.

12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მინოტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა.

ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს", - წერს სამადაშვილი „ფეისბუქში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×