რეზონანსი
17.05.2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 19-20 მაისს დროგამოშვებით წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს კი +17, + 22 გრადუსამდე დაიკლებს. 21 მაისს ისევ გამოიდარებს და დათბება.

თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. 19-20 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +24, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×