რეზონანსი
23.07.2021

კახა კალაძეს ჩვენ დავამარცხებთ იმ შემთხვევში, თუ პირველ ტურში, საკრებულოში, უმრავლესობას ოპოზიცია მოიპოვებს. პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში, „360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულოში ხმების უმრავლესობის მოპოვებისთვისთვის „სტრატეგია აღმაშენებელი" ყველაფერს გააკეთებს.

„კახა კალაძეს ჩვენ დავამარცხებთ იმ შემთხვევში, თუკი პირველ ტურში, საკრებულოში, უმრავლესობას ოპოზიცია მოიპოვებს. ამისთვის ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი", ძალიან დიდი წვლილს შევიტანთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ საკრებულოზე კონტროლი პირველივე ტურში ოპოზიციურმა ძალებმა აიღოს, - ამისთვის ჩვენ ვემზადებით.

საკრებულოში 50%-ზე მეტს შეუძლია მერი ნებისმიერ დროს მოხსნას. თუ საკრებულოში 26 ხმა გვექნება, პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×