რეზონანსი
19.06.2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წევის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების განცხადებით, სატვირთო ავტომობილი მიკროავტობუსის ტიპის მანქანას შეეჯახა, შედეგად მარშუტკის მძღოლი, 29 წლის ლევან გოშაძე გარდაიცვალა.

"ლევან, ჩვენო ოქრობიჭო! როგორ ისე წახვედი, რომ ვერ მოგისიყვარულეთ. ახლა ერთდროულად მიყვარხარ და მტკივახარ კიდეც. მართლაც ამაოებათა ის სამყარო და წუთისოფელი, რომელსაც ასეთი შვილები ემეტებით. უფალს ებარებოდეს შენი სიყვარულით და სიკეთით სავსე სული. ვუსამძიმრებ ჩემს დას, ჩემს დეიდაშვილს მაია ცუცქირიძეს და ჩემს სიძეს, გოჩა გოშაძეს და მთელ ჩვენს სანათესაოს, ამ დიდი ტრაგედიის გამო", - წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით მიმდინარეობს.

წყარო: kvira.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×