რეზონანსი
07.05.2021

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში მომუშავე რუსეთიდან ჩაყვანილი ექიმი ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური ქსელით მიმართავს და სთხოვს, მედიკოსებს მუშაობაში დაეხმარონ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„გუდაუთის ჰოსპიტალში პერსონალის ნაკლებობაა. საჭიროა ხალხი, რომლებიც მედიკოსებს დაეხმარებიან პროცედურების დროს პაციენტების რეაბილიტაციაში და მოუვლიან მათ. სანიტრები ძალიან ცოტაა და აუცილებელია პალატების, დერეფნების დალაგება, პაციენტების ტრანსპორტირება გამოსაკვლევად. ამ ყველაფრით დაკავებულები არიან ექიმები, რომლებსაც დრო ისედაც არ აქვთ“ , - წერს თემურ მენგისანოვი.

დღეისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 240 საწოლფონდია და 48 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მედიის ინფორმაციით, გადავსებულია ინფექციური კორპუსის რეანიმაციის განყოფილება. სააგენტოს ცნობით, ჰოსპიტალს ყოველდღიურად ორი-სამი პაციენტი ემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×