ელზა პაპოშვილი 08.10.2023

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი - გადაწყვეტილება ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 9-კაციანმა კოლეგიამ უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 14 ოქტომბრამდე წერილობით გადაეგზავნება. 3-დღიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, მმართველ პარტიას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.10.2023

ენმ-ს ყოფილი თვამჯდომარე ნიკა მელია თანამოაზრეებთან შეხვედრებს იწყებს. 7 ოქტომბერს სასტუმრო „ბილტმორში" მან თანაპარტიელების ნაწილთან დახურული შეხვედრა გამართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ გაგრძელდება მათი სამომავლო პოლიტიკური გზა. ახლო მომავალში ასეთივე შეხვედრები გაიმართება ქუთაისსა და ბათუმში, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ენმ ახლო მომავალში მორიგ გაყოფამდე მივიდეს და მელიას გააქტიურება, როგორც საჯარო გამოსვლებში, ისე სოციალურ ქსელებში ნიშნავს იმას, რომ მხარდამჭერებს ეძებს ე.წ. მესამე ძალისთვის.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე სამდღიანი განხილვა დაასრულა და საბოლოო დასკვნას მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიუტუცია დაარღვია, პროცედურა პარლამენტში გაგრძელდება და უკვე იქ უნდა ეყაროს კენჭი საბოლოოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას, რასაც მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. რა მოხდება მოქმედი პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში - რამდენ ხანში და როგორი წესით აირჩევა ახალი პრეზიდენტი და ვინ იქნება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი?
|
ელზა პაპოშვილი 06.10.2023

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, ამბობს, რომ ევროპელი კოლეგებისგან კანდიდატობაზე მხარდაჭერა მიიღო და იმედი აქვს, რომ დეკემბერში სტატუსს მივიღებთ. ის პირადად ესაუბრა ევროკავშირის პირველ პირებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სხვა ლიდერებს. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ინფორმაცია მან ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან განიხილა.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.10.2023

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი თბილისს მთავრობასთან ერთად ეწვევა და რასაკვირველია განიხილება ევროკავშირში გაწევრიანებაც, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით - ამის შსახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი პრეზიდენტის იმპიჩმენთან დაკავშირებით დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. განხილვები უკვე დასრულებულია. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას „ხელს ნამდვილად არ უწყობს".
|
ია აბულაშვილი 06.10.2023

„სანახაობით „ოცნება" ცდილობს, საზოგადოების თვალში მოახდინოს პრეზიდენტის სტრატეგიისა და ტაქტიკის დისკრედიტაცია, მაგრამ როგორც უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების პრობლემა იქნება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.10.2023

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც ახლო მომავალში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, ამაში რუსეთის რამდენიმე მიზანი იკითხება - პირდაპირი ზეწოლა ქართულ მხარეზე, კავკასიის რეგიონში გავლენების შენარჩუნების მცდელობა და უკრაინასთან ომში შავი ზღვიდან პოზიციების გაძლიერება.
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2023

უკვე მესამე დღეა საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, როცა ის მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპაში მაინც გაემგზავრა. 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი კონსტიტუციის წარდგინების ავტორთან ირაკლი კობახიძესთან და პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ერთად იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას განიხილავს. სხდომაზე მხარეები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ და განხილვა არა ერთი კამათის და დაპირიპირების ფონზე მიმდინარეობდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.10.2023

ენმ-ის ყოფილი თავჯდომარე და პარტიის მოქმედი წევრი 7 ოქტომბერს თანამოაზრეებთან კონსულტაციების გამართვას აპირებს, სადაც განიხილავენ ბრძოლის გაგრძელებას როგორ აპირებენ. ამის პარალელურად მელია „ნაცმოძრაობის" მოქმედ მენეჯმეტს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი „ოცნების" თამაშს თამაშობენ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მელიამ ცალკე ფლანგი შექმნას და წაიყვანოს ისინი, ვინც აშკარად მისი გულშემატკივარია, ასევე მათ შორის ის ხალხისც ვიხილოთ, ვინც დღეს მის მიმართ აშკარა მხარდაჭერას არ გამოხატავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.10.2023

ოპოზიციური პარტიები ცალკ-ცალკე ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერენ და „ოცნებას" 100 ხმის მოგროვებაში არ დაეხმარებიან, თუმცა ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია გარკვეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს გაურიგდა. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, იმის გამო, რომ კენჭისყრა ფარულია, ხელისუფლებას ხმების მოგროვების მეტი შანსი აქვს, თუმცა ოპოზიციისთვის გამოსავალი ის იქნება, რომ კენჭისყრისას დარბაზში საერთოდაც არ შევიდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.10.2023

5 ოქტომბერს ესპანეთში ევროპის ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, სადაც კონტინენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილონ, მათ შორის მთავარი ღერძული თემაა - როგორ გაფართოვდეს ევროკავშირი რუსული აგრესიის პირობებში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი დისკუსიები მიდის მომავალ გეგმებზე, საუბარია ე.წ. გრანადის დეკლარაციაზე და ამასთანავე, საფრანგეთი-გერმანიის სამუშაო ჯგუფის ხედვაზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|