ელზა პაპოშვილი 27.10.2023

ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სტრასბურგში ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ უნდა მიენიჭოს?! ამ საკითხზე დაპირისპირება ოპოზიციაში კვლავ გრძელდება. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ამაზე განაცხადება გააკეთა, ამას ირაკლი კობახიძემ „დიდი აღიარება“ უწოდა. სამნიძის მსგავსად ხატია დეკანოიძემაც დაადასტურა, რომ ევროპარლამენტარებმა ამის შესახებ უამბეს. დეკანოიძე ასეთ ასეთ პარტიად „ევროპულ საქრათველოს“ ასახელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.10.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილობაზე „გეგმები სადმე იხარშება", ეს კონსტიტუციიის დარღვევაა. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ზურაბიშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ თანამდებობიდან გადადგება.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.10.2023

8 ნოემბრის გაფართოების ანგარიშში გაირკვევა, მისცემს რეკომენდაციას ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროპულ საბჭოს, თუ გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. „ქართული ოცნება" ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ. ოპოზიცია კი მიაჩნია, რომ „ოცნება" ქმნის წინაპირობებს - თუ არ იქნება სტატუსი, იპოვოს განტევების ვაცი.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.10.2023

მიუხედავად ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის საგანგაშო დაძაბულობისა, გონივრული პოლიტიკისა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოება თან დავრჩით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიან წევრად - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის მეოთხე ფორუმის" მონაწილეებს, რომელსაც საქართველო მასპინძლობს და თავად ღარიბაშვილის პატრონაჟით ტარდება.
|
ია აბულაშვილი 26.10.2023

პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის ურთიერთობა, იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ, კვლავ დაძაბულია. მმართველ გუნდს ზურაბიშვილის ნდობა აღარ აქვს და "ნაციონალური მოძარაობის" პრეზიდენტად მოიხსენიებს. "ქართულ ოცნებიაში" დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტის შეთანხმებული მოქმედება ოპოზიციასთან მისი პოლიტიკაში დარჩენის სურვილით აიხსნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.10.2023

ისრაელის არმიამ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ტანკებით პირველი „მიზანში ამოღებული რეიდი" განახორციელა, როგორც თავად აცხდებენ, აღნიშნული ოპერაცია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილია. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ „ცახალი" სახმელეთო ოპერაციას უახლოეს პერიოდში წამოიწყებს. ამასთან, ისრაელის მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის შევლენ ძალები პალესტინის ანკლავში, მთავრობის სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2023

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოლდოვისა და უკრაინის დეპუტატებს ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმის ცალსახა ნიშანია, რომ ინტეგრაციის პროცესები ჩქარდება. საქართველოსთან მიმართებაში კი მსგავსი შეთავაზება შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაჩნდეს. ევროკომისიის შუალედურ ანგარიშს ქვეყანა 8 ნოემბერს ელოდება, წლის ბოლოს კი ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს გვეკუთვნის თუ არა სტატუსი.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023"-ის გახსნას დაესწრო, ღონისძიება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მანამდე ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის შეხვდა, სადაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.
|
ია აბულაშვილი 25.10.2023

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება, ნიკა მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს პირობას უყენებს გაემიჯნოს კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პოლიტიკური მოძრაობიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.
|
ელზა პაპოშვილი 24.10.2023

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ფორმირებაა დაგეგმილი - ამის შესახებ კი ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს. საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ექს-პრემიერი გიორგი გახარიასა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ალიანსზე. ანალიტიკოსებს ამ ინფორმაციის რეალობაზე საუბარი უჭირთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედ პრეზიდენტს ამგვარი პოლიტიკური აქტივობა კანონით ეკრძალება. თუმცა მიიჩნევენ, რომ თუ ეს ალიანსი მართლაც შედგა, მას 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.10.2023

პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება შესაძლოა ახალ მწვავე ფაზაში გადავიდეს. გენპროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით 2019 წლის შეწყალების საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, რადგანაც მოქმედ პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისი მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდულია და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში შეიძლება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს საქმე „ოცნების" მხრიდან ახალი იმპიჩმენტის წამოწყების საფუძველი გახდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.10.2023

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ პარტიის ხალ მენეჯმენტთან თანამშრომლობას არ აპირებს: „არ და ვერ იქნება იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა". თუმცა კონკრეტულად არ ამბობს, ტოვებს პარტიას, თუ რაიმე სხვა გეგმა აქვს. საპასუხოდ პარტიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა ამ განცხადებას რუსული პროპაგანდის ნაწილი უწოდა და აღნიშნა, რომ თუ მელიას ფრთა პარტიის დატოვების თაობაზე მიმართავს, მზადაა თხოვნა დაუკმაყოფილოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|