რეზონანსი
10.09.2023

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის  იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო ხელმოწერები უკვე მოაგროვა. ახლა საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც შესაბამისი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლით მანიპულირებს, რადგან ეს მუხლიც კი, რომელშიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეა საუბარი, მათი თქმით, პრეზიდენტს ავალდებულებს საგარეო პოლიტიკა მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოოს. 

ნაზი ბერიძე
09.09.2023

ენმ-ში მორიგი განხეთქილებაა, ამჯერად რეგიონალურ დონეზე. თუმცა, გამორიცხული არაა ახლო მომავალში ამ განხეთქილების მასშტაბი გაიზარდოს. შეძლებს თუ არა პარტია ერთიანობის შენარჩუნებას, ან ხომ არ დადგება დღის წესრიგში თავმჯდომარის კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები? ანალიტიკოსთან მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

ნაზი ბერიძე
09.09.2023

როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით და მიიღებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? ანალიტიკოსების „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ამ მხრივ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო და იმაზე საუბრობენ, თუ როგორ აისახება ეს ვიზიტი ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2023

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა, ეს იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება - მისი თქმით, ეს არის რისკი, რაც უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი საპასუხოდ თქვა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ „ფორმალური რეაგირება მოეხდინა".

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2023

საქართველოს ხელისუფლება მზად იყო, არის და იქნება, ითანამშროლოს, მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩენება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
07.09.2023

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მის პირველ ოფიცილურ განცხადებებს ანალიტიკოსები ფრთხილად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ვიზიტის შედეგებზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ნაზი ბერიძე
07.09.2023

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თავის დროზე ენმ-ის მაშინდელი თავმჯდომარის დაკავება დიდი პოლიტიკური სკანდალის საფუძველი გახდა, რომლის შედეგადაც მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ „ოცნებაში" სწორედ ეს გაიხსენეს.

ნაზი ბერიძე
07.09.2023

„ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და შესაბამისად, ყველამ ხელი უნდა მოაწეროს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ განცხადებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოამზადა.

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2023

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ - 7 სექტემბერს კი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ეწვევა და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საბოლოო პასუხამდე მსგავსი ვიზიტები სხვა ლიდერების მხრიდან კვლავ ვიხილოთ, თუმცა, დასძენენ, რომ გააჩნია ბორელი რა გზავნილს ჩამოიტანს.

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2023

ოპოზიციამ წინასაარჩევნო აქტივობები დაიწყო - „გირჩი-მეტი თავისუფლებამ" და „დროამ" უკვე ოფიციალურად შექმნეს გაერთიანება, მანამდე ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმა„საქართველოს ევროპული ორბიტა" ჩამოაყალიბა - პლატფორმა პოლიტიკურ მოძრაობად გადაქცევას არ აპირებს, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან პოლიტიკის კარი ღიაა, ლომჯარიას დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და შესაძლოა არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.

ია აბულაშვილი
06.09.2023

საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეს აგრძელებს და შეხვედრებს მართავს ევროკავშირის ლიდერებთან. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა გერმანელ კოლეგას, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. საფრანგეთის პრეზტიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს კი, როგორც ზურაბიშვილი აცხადებს "საუბარი ჰქონდა საქართველოს ევროპულ კანდიდატურაზე".

ელზა პაპოშვილი
05.09.2023

ვის უანონსებს მიხეილ სააკაშვილი განულებას? ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი კლინიკა „ვივა მედიდან“ ენმ-ში დიდი დაბნეულობის და ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შეიძლება კავშირში იყოს „მთავარი არხის“ გენდირექტორ გიორგი გაბუნიას განცხადებასთან, რომ მის ტელეკომპანია აღარაა „ნაცების ტელევიზია“. „რეზონანსთან“ საუბრისას ისინი ენმ-ში მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარზე საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ნიკა მელია შესაძლოა პარტიიდან წასვლასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას გეგმავდეს. თუმცა, არის სხვა ვერსიებიც.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×