ნაზი ბერიძე
17.11.2023

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებასთან „ტარანზე" მიდის და უკვე არა ზოგადად „ქართულ ოცნებას" უტევს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რისგანაც მანამდე მეტ-ნაკლებად თავს იკავებდა. მეტიც, გავლენიან ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან" საუბრისას, უტევს ივანიშვილისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე, უწოდებს რა მას ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში.

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2023

უკრაინაში, დონეცკის მიმართულებაზე ოკუპანტებთან ბრძოლას ორი ქართველი შეეწირა, რუსულ საარტილერიო დაბომბვაში მოჰყვნენ სხვა ქართველი მებრძოლებიც, დაჭრილთა რაოდენობა ამ დროისთის 11-მდე გაიზარდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ადასტურებს როგორც „ქართული ლეგიონი", ისე რუსული მხარე. როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები აცხადებენ, ინტენსიური შეტევების გამო, ბრძილის ველიდან დაღუპული სამხედროების გამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

თამთა ჩაჩანიძე
16.11.2023

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ აცხადებს, რომ ოფიციალური ერევანი ინარჩუნებს პოზიციას, უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს ბაქოსთან. ამას ფაშინიანი ჯერ კიდევ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, მთიანი ყარაბაღის დაკავების დღიდან ამბობდა, თუმცა გარკვეული საკითხების გამო, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება დღემდე იწელება.

ია აბულაშვილი
16.11.2023

ოპოზიციას წლებია არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო, პირიქით ნელ-ნელა უფრო მცირდება. ფაქტია, რომ არჩევნებს ყველა პარტია ხვდება მოუმზადებელი - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას.

თამთა ჩაჩანიძე
16.11.2023

ოკუპირებულ აფხაზეთში ფინანსური კრიზისი თანდათან მწვავდება - რუსეთი დე ფაქტო ხელისუფლებას დაფინანსებას მკვეთრად უმცირებს, მოსკოვმა ასევე უარი თქვა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, წელს აფხაზებისთვის ზამთარი უფრო მკაცრი და ცივი იქნება, რაც მოსახლეობაში არსებულ უკმაყოფილებას უფრო გაზრდის.

თამთა ჩაჩანიძე
15.11.2023

რიგ საკითხებთან ერთად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებია მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტების თავიდან აცილება და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება. რაც უფრო თამამად იდგმება გაფართოებისკენ ნაბიჯები, მით უფრო აქტუალური ხდება საკითხი თუ როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურა ახალ რეალობაში და როგორ გააღრმავებს მხარდაჭერას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე საწყის ეტაპებს გადიან, მათ შორის საქართველო.

ია აბულაშვილი
15.11.2023

ევროკომისიის გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცა პოლიტიკურ პარტიებს გააქტიურდნენ და დაიწყონ მზადება არჩევნებსითვის- ასე აფასებენ ანალიტიკოსები პოლიტიკური პარტიების ლიდერების ბოლო დროინდელ განცხადებებს, სადაც ღიად არის საუბარი პატიების გაერთიანებებზე და ცენტრების ჩამოყალიბებაზე. ასევე კეთდება მინიშნებები ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაზე.

ნაზი ბერიძე
15.11.2023

მოსკოვი ცდილობს ოკუპირებულ რეგიონებთან მომხდარი ინციდენტების გამომწვევ მიზეზებზე პასუხისმგებლობა თბილისს დააკისროს და ეგრედ წოდებული საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წამოიწყოს.

თამთა ჩაჩანიძე
15.11.2023

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება, თუმცა, დასავლეთიდან კიევის სამხედრო და ფინანსური დახმარების შესახებ საკმაოდ პესიმისტური განცხადებები კეთდება. თეთრი სახლის შეფასებით, აშშ-ს შესაძლებლობები ყოველკვირეულად მცირდება, რაც გავლენას ახდენს ვაშინგტონის უნარზე, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც სჭირდება. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ კვლავ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინის დახმარებაზე საუბარი არაა.

თამთა ჩაჩანიძე
14.11.2023

ამიერიდან „ოცნება" სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ სახელით და გვარით მოიხსენიებს და არა პრეზიდენტად. მმართველ პარტიაში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ზურაბიშვილის საჯარო განცხადებებზე, რომელიც პრეზიდენტის სახელით აკეთებს, საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან „ბოდიშების მოხდა უწევთ". მაგალითად მოჰყავთ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინის გასამართლებასთან დაკავშირებული ზურაბიშვილის განცხადება, რომლის გამო, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან შეხვედრისას განმარტების გაკეთება მოუწია. სამშაბათს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეეხებოდა.

თამთა ჩაჩანიძე
14.11.2023

რუსეთის სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მათმა დანაყოფმა დონეცკის ოლქში უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედრო ტყვედ აიყვანეს. გავრცელდა მათი დაკითხვის ჩანაწერიც. ქართველი ანალიტიკოსები მიჩნევენ, რომ ეს ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზეცაა გათვლილი.

ნაზი ბერიძე
14.11.2023

მმართველ პარტიაში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაშ მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, ამაზე მინიშნება პრეზიდენტის ძმამ გააკეთა. ანალიტიკოსთა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ნაწილის აზრით, პრეზიდენტმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღოს, რითაც „ოცნებას" სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით თავისი ცნობილი განცხადების - „არა და არასდროს" - ერთულია და უბრალოდ, „ოცნება" კიდევ ერთხელ ცდილობს მის დისკრედიტირებას.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×