ნაზი ბერიძე
02.12.2023

ევროკომისია თავის 9 დათქმაში ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის ამ მხრივ ევროკავშირი საქართველოსგან და რა შემთხვევაში ჩაგვეთვლება ეს პირობა შესრულებულად? ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ევროპასთან რაღაც კომპრომისული ფორმულის ძიებაშია, რომ ამ დათქმებით გათვალისწინებული ზოგიერთი კომპონენტი შეასრულოს, ზოგიერთთან დაკავშირებით კი ახლანდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს.

ნაზი ბერიძე
02.12.2023

ბოლო დროს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურებამ გააჩინა განცდა, რომ იგი უკვე საკმარისად ჯანმრთელია იმისათვის, რომ კლინიკა „ვივა მედიდან" საპატიმროში დაბრუნდეს. ამის შესახებ უკვე ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ სააკაშვილის მკურნალ ექიმთა გადაწყვეტილებით მოხდება. რას გამოიწვევს სააკაშვილის ციხეში დაბრუნება?

ელზა პაპოშვილი
01.12.2023

თბილისის საკრებულოს 6 წევრი განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ კრიზისმა ყველა რგოლი მოიცვა და უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით, უსამართლობა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ ფართოვდება.

თამთა ჩაჩანიძე
01.12.2023

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. სწოედ ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო 15 დეკემბერს ელოდება. ლიდერების შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შედგა, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

თამთა ჩაჩანიძე
01.12.2023

საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე, ცნობილი ხდება თუ რა წერია ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტში - „რადიო თავისუფლება" აქვეყნებს დოკუმენტის შინაარსს, რომელიც ათ ქვეყანას შეეხება, მათ შორის საქართველოს. უნდა აღინიშნოს, რომ მოგვანიჭებენ თუ არა 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსს, ამაზე გამოქვეყნებულ ტექსტში არაფერია ნახსენები. ანალიტიკოსები გამორიცხავენ, რომ ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ იყოს, განსაკუთრებით უნგრეთის შესაძლო ვეტოს გამო უკრაინასთან მიმართებაში.

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დოკუმენტში, ევროპული საბჭო საქართველოს მოუწოდებს,

თამთა ჩაჩანიძე
01.12.2023

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის სამხედრო ალიანსის თემა გააქტიურა - იგი მიიჩნევს, რომ ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იდეა ახალი არაა და ეს დიდი ალბათობით ნატოს მსგავსი ალიანსი იქნება, რაც განსაკუთრებით დიდი შანსია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის სტატუსის მომლოდინე საქართველოსთვის.

ნაზი ბერიძე
01.12.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" მწვავე დაპირისპირების შემდეგ რაც ნიკა მელია პარტიის მიღმა აღმოჩნდა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახალი ინიციატივით გამოდიან და ითხოვენ, პარტიის მენეჯმენტმა 2024 წლის არჩევნებამდე გაუქმოს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე „დროებითი მმართველი ორგანო" შეიქმნას. პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" მსგავსი იდეის განხორციელების შემთხვევაში პარტიის დესტაბილიზაციასა და კოლაფსს პროგნოზირებენ.

ელზა პაპოშვილი
30.11.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება - პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მისი გადადგომის მოთხოვნას მარნეულისა და კახეთის რაიონული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უშედეგოდ დასრულდება. არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ენმ-ში ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ვინ შეიძლება ხაბეიშვილის შემცვლელად მოიაზრებოდეს?

თამთა ჩაჩანიძე
30.11.2023

ევროკომისიის 9 პუნქტთან დაკავშირებული ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება ჭიანურდება. გასულ კვირას მმართველი პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გეგმა საბოლოო სახეს 27 ნოემბრისთვის მიიღებდა, თუმცა, როგორც 30 ნოემბერს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, გასაჯაროების პრეროგატივა მხოლოდ უწყებათაშორისი კომისიას აქვს, დოკუმენტი კი ევროკომისიასთანაა შეთანხმებული. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ გეგმაში საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, საკუთარი დათქმებიც შეიტანოს.

ნაზი ბერიძე
30.11.2023

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს პრაქტიკულად ღიად აცხადებს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას სურს. ენმ-ში მწვავე კრიზისის მოგვარების მცდელობისას მან პარტია საკუთარი თავი პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელადაც შესთავაზა. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სააკაშვილი იყოს. თუმცა, ამ ყველაფერში ექსპრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის არქონა უშლის ხელს.

თამთა ჩაჩანიძე
29.11.2023

ენმ-ს 29 ნოემბრის შეკრებიდან ცნობილი გახდა, რომ პარტია დეკემბერში ყრილობას გეგმავს, პოლიტსაბჭოს კი ოცი წევრი დაემატა, გაფართოებულ შემადგელობაში განიხილებიან ის პირები, „რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მანიფესტის სულისკვეთებას იზიარებენ". ახალ წევრებს შორის არიან ისინიც, რომლებიც ირიცხებოდნენ ნიკა მელიას ხელმძღვანელობის დროს ამავე რგოლში.

ელზა პაპოშვილი
29.11.2023

 ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე, ენმ პოლიტსაბჭოს გაფართოებას აანონსებს. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი უნდა გახდეს საბჭოს შემადგენლობა. მოქმედი მენეჯმენტი მასთან დაპირისპირებულ ჯგუფებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ სააკაშვილის მანიფესტს.    


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×