ნატალია ჯვარიძე 23.07.2024

სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება. იგი პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და ამ დრომდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თანამდებობას იკავებდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.07.2024

ვაშინგტონი ეჭვობს, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერევა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის თქმით, მოსკოვის მხრიდან არჩევნებში პირდაპირი ჩარევის არაერთი მცდელობა ყოფილა, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოში მიმდინარე პროცესებს „ყურადღებით აკვირდება".
|
ნატალია ჯვარიძე 22.07.2024

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.
|
ნატალია ჯვარიძე 22.07.2024

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა და ადგილი ვიცე-პტეზიდენტ კამალა ჰარისს დაუთმო, რომელსაც დემოკრატიული პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი უკვე დაუჭირა. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.
|
ნატალია ჯვარიძე 21.07.2024

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვისთან შეიძლება გაერთიანდეს „ლელო" და რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის? ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, შესაძლოა ისინი „ახალთან" ან „ევროპულ საქართველოსთან" გაერთიანდნენ. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მომგებიანი ვერ იქნება, რადგან მათ განსხავავებული ამომრჩეველი ჰყავთ.
|
ელზა პაპოშვილი 20.07.2024

„ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებაში დარწმუნებულია და თვლის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი კი მხარს დაუჭერს „მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.“
|
ელზა პაპოშვილი 20.07.2024

„ზოგადად, საერთო შთაბეჭდილება, რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი რეგიონში გლობალურად შეიცვლება და დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, - განაცხადა კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიზიტის კომენტირებისას.
ჟურნალისტებს უთხრა, რომსაქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე კომუნიკაცია ჰქონდა ევროპელ კოლეგებთან.
|
ნატალია ჯვარიძე 19.07.2024

პოლიტიკურ ველზე სამი ოპოზიციური ცენტრი უკვე გამოიკვეთა, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და საბოლოო შედეგი 30 აგვისტომდე გახდება ცნობილი. რაც შეეხება „ოცნებას", მათთან ერთად საერთო სიით „ხალხის ძალა" წარდგება. აღნიშნული კონფიგურაციების ფონზე რა მოლოდინი უნდა გვქონდეს არჩევნებზე და რამდენად მომგებიანი იქნება პოლიტიკური ცენტრების შექმნა?
|
ნატალია ჯვარიძე 19.07.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოცნების" მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომას ოპოზიცის უმრავლესობა არ ესწრებოდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და პარლამენტში სიარულს აზრი არ აქვს. სხვების აზრით კი, ეს ასე რომც იყოს, ამაში ცუდი არაფერია და ოპოზიცია მიზეზს ეძებს.
|
ნატალია ჯვარიძე 18.07.2024

„ოცნების" საარჩევნო შტაბს პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა პირველი ნომერიც ის იყოს. თუმცა ჯერჯერობით პარტიის წევრებს არ დაუსახელებიათ. ოპოზოციაში კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა „ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და კობახიძეზე დადო ფსონი. ვინ წარსგება პირველ ნომრად? ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ისევ ღარიბაშვილი დარჩება, რადგან ივანიშვილს სჭირდება.
|
ელზა პაპოშვილი 18.07.2024

ახალი ერთობა ოპოზიციაში - გადამწყვეტი არჩევნების წინ ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას პარტია „ლელო“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდებიან. იყო მოლოდინი, რომ ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც მათ შეუერთდებოდა, თუმცა ამჯერად მოლოდინი არ გამართლდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის პოზიციით, გახარიამ მამუკა ხაზარაძისგან შეთავაზება გუშინ მიიღო.
|
ნატალია ჯვარიძე 18.07.2024

ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტის"ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|