თამთა ჩაჩანიძე
24.12.2024

ოპოზიციასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები კვლავ აქტიურ ფაზაშია და ამის პარალელურად ისმის ოპოზიციონერების კრიტიკული შეფასებები პრეზიდენტის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოპოზიცია პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნას და ახალი არჩევნების ჩანიშვნას სთხოვს. რისი მაჩვენებელია ასეთი განსხვავება პრეზიდენტისა და ბარიერგადალახული პარტიების მიდგომებში და რეალურად შეუძლია თუ არა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის დათხოვნა?

რეზონანსი
24.12.2024

ერთ თვეზე მეტია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთისგან ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს. 2 დეკემბრიდან დღემდე რუსეთი აფხაზეთის ამ მოთხოვნას უპასუხოდ ტოვებს. მძიმე ენერგოკრიზისში ჩაფლულ აფხაზეთში  გაჟღერდა მოსაზრება, რომ სოხუმმა საქართველოს დახმარებით უნდა მიმართოს. ამის შემდეგ ორიოდე დღეში კი მოსკოვში აფხაზეთისთვის „ჰუმანიტარული ელექტროენერგიის“ მიწოდების გადაწყვეტილება მიიღეს. რა იყო ეს - უბრალო დამთხვევა, თუ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კრემლის წარმატებული შანტაჟი?

თამთა ჩაჩანიძე
24.12.2024

ეუთოს წევრი სახელმწიფოების ნაწილმა საქართველოსთან დაკავშრებით ვენის მექანიზმი აამოქმედა და 30 დეკემბრამდე საქართველოს ხელისუფლებისგან ოფიციალურ პასუხს ელის 8 კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის ქუჩის აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება. რას ნიშნავს ეს და რა კონკრეტული გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ პროცედურას?

ნატალია ჯვარიძე
24.12.2024

ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ერთთვიანი უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 29 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს, შესაძლოა უკვე „ქართული ოცნების" მხარდამჭერები გამოვიდნენ ქუჩაში. ამ შესაძლებლობას სულ უფრო ხშირად განიხილავენ სოციალურ ქსელებში და ანალიტიკოსებიც არ გამორიცხავენ, რომ კვირას „ოცნების" მხარდამჭერები მართლაც მასიურად მივიდნენ პარლამენტთან. თუმცა, მათი აზრით, ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ხელისუფლების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ქუჩაში ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდნენ.

ნატალია ჯვარიძე
24.12.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც საბჭოს შექმნას გულისხმობს და რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ეს არ იქნება ე.წ. ალტერნატიული პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლები შევლენ. ანალიტიკოსთა აზრით კი, ეს იქნება ერთგვარი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს და ახალ არჩევნებს მოამზადებს.

ნატალია ჯვარიძე
23.12.2024

მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ საქართველოს პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის, ანუ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას.

თამთა ჩაჩანიძე
23.12.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, მასთან ერთად პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ორბელიანების სასახლეში იწვევს, რათა "ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმდნენ", პრეზიდენტი ვადას 29 დეკემბრამდე აძლევს. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადება "არასერიოზულია", ოპოზიცია კი ზურაბიშვილის გზავნილებს უერთდება, რასაც სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.

თამთა ჩაჩანიძე
23.12.2024

ბოლო დღეებია და განსაკუთრებით პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, გააქტიურდა საუბრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე ვადის ამოწურვის შემდეგ. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ "თუ დანაშაული იქნება, პასუხისმგებლობაც მოჰყვება", რაც ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილში მუქარადაა აღქმული, იყო საგარეო გამოხმაურებები დასავლელი პოლიტიკოსებისგანაც.

თამთა ჩაჩანიძე
22.12.2024

"სალომე ზურაბიშვილს ერთი კვირაც არ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე, 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თამთა ჩაჩანიძე
22.12.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუმცა, ივანიშვილის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ამასთან ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროცესი გადადის "შეტევის სტრატეგიაზე", რისი საფუძველიც "ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა გახდა.

ნატალია ჯვარიძე
21.12.2024

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში მის წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული.

თამთა ჩაჩანიძე
20.12.2024

ოპოზიცია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს 18-20 დეკემბრის ვიზიტის შეფასებისას ამბობს, რომ „შარლ მიშელი 2" არ იქნება. ოთხმა ოპოზიციურმა პლატფორმამ საერთო განცხადებაშიც დააფიქსირა საკუთარი პოზიციები ბერსეს პრესკონფერენციაზე. მათი თქმით, „ეს არ ემსახურებდა კრიზისის განმუხტვას".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×