ელზა პაპოშვილი
06.08.2024

წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ფალნგზე გადაჯგუფება თითქმის დასრულებულია და ახლანდელ მოცემულობას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ მმართველ გუნდს ოპოზიცია 6 პოლიტიკური ცენტრის სახით დაუპირისპირდება. ერთია ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, მეორე - „ლელო“, „თავისუფალი მოედანი“, და ანა დოლიძისა და ალეკო ელისაშვილის პარტიები, მესამე ფლანგმა - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და პარტია „ახალი“ - პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, სადაც პარტიის სახელი განისაზღვრა – „კოალიცია ცვლილებისთვის“, მეოთხეა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“, მე-5 ცენტრად შეიძლება ჩავთვალოთ „ალტ-ინფოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანება, 

ნატალია ჯვარიძე
06.08.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას, სადაც მან „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ამ შეტავაზებას „არასერიოზული" უწოდეს, ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი „ამდენს არ უნდა ბედავდეს". ოპოზიციამ კი პრეზიდენტის ინიციატივას „ქართული ქარტიის" შესახებ მხარდაჭერა ისევ გამუცხადა.

ნატალია ჯვარიძე
06.08.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლებში მკაფიოდ ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის შეწყალებას არ აპირებდა, თუმცა 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, განაცხადა, რომ ჯერ „საქართველოა გადასარჩენი" და შემდეგ სააკაშვილის დროც მოვა.

ნატალია ჯვარიძე
06.08.2024

ამ ეტაპზე და ამ სიტუაციის ფონზე ევროკავშირთან გაწერვიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა შეუძლებელია, თუმცა თუ არჩევნები „პოზიტიურ შედეგებს" აჩვენებს, მაშინ ეს შანსი არსებობს, ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რეზონანსის" კითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს ოქტომბერში ევროკომისიის დასკვნაზე.

ელზა პაპოშვილი
05.08.2024

ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება -  ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელზე ირანის მხრიდან თავდასხმას მომდევნო 48 საათის განმავლობაში პროგნოზირებს. ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას ორშაბათიდან  ელოდებიან, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
05.08.2024

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო საინტერესო ხდება რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას პარტიების მიმართ და რა კრიტერიუმებით გააკეთებენ არჩევანს ოქტომბერში. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ძირითადად, მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება და მშვიდობა უნდა, რომელსაც მმართველი პარტია ჰპირდება. ნაწილის აზრით კი, „ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას შავ პიარზე აგებს, რომ, თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა ომი დაიწყება, ის კი მშვიდობის გარანტია.

ნატალია ჯვარიძე
05.08.2024

პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის მიერ საქართველოს მთვრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან ნაბიჯები იდგმევა და მთავარია, შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მიიღონ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა.

თამთა ჩაჩანიძე
04.08.2024

ოპოზიციაში წინასაარჩევნო გადაჯგუფება-გადალაგების პროცესი თითქმის დასრულებულია, გამოკვეთილია მინიმუმ ოთხი ცენტრი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება და უკვე დაიწყეს კამპანია, მათ შორის რეგიონებში. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მინიმუმ ერთი თვე მაინც უნდა ველოდოთ გარკვეულ „სიურპრიზებს" გადაჯგუფებაში.

ნატალია ჯვარიძე
03.08.2024

აშშ-ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლება ფსონს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე დებს. „ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში შეჩერდება აშშ-ის ხელისუფლების მიერ დაწყებული საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა და ურთიერთობები ძველ რელსებს დაუბრუნდება. რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზი?

ნატალია ჯვარიძე
02.08.2024

1 სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველი პედაგოგების გამოძევებასა და ყველაფერი ქართულის აღმოფხვრას უკავშირებენ. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული მხრიდან გატარებული ნებისმიერი ღონისძიება არაეფექტური იქნება. მეორე მხარე კი ამბობს, რომ ახალგორში მოსახელობა ძალიან შემცირებულია და სახელმწიფომ გზის გახსნაზე უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს და ლოგიკური პრეტენზია გაჩნდეს.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2024

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას" დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენის რესურსი აღარ აქვს და, რომ „ჩატეხილი ხიდის აღდგენას მხოლოდ ახალი ხელისუფლება შეძლებს". „ოცნების" ხელისუფლება დასავლეთისგან შემხვედრ ნაბიჯებს კვლავ ელის, აშშ და ევროკავშირი კი „უკან დაბრუნების გზად" სამ მთავარ საკითხს ასახელებს - დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, ანაკლიის პორტის საკითხი და „გავლენების კანონის" გაუქმება.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2024

1-ელ აგვისტოს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა „ევროპა პრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას განიხილავს. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური "სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით", ხოლო საკამათო კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე "უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს".


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×