რეზონანსი
10.06.2026

ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ სოციალურ ქსელ X-ში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მწვავედ გააკრიტიკა.

სტარმერის კრიტიკის მიზეზი წუხელ ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში მომხდარი არეულობა გახდა. ქალაქში ანტიიმიგრაციული მიტინგი არეულობაში გადაიზარდა. ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც 30 წლის სუდანელი ლტოლვილი ბელფასტის მკვიდრს დანით ჭრილობებს აყენებს.

სუდანელი მამაკაცი პოლიციამ მოგვიანებით დააკავა. მას ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.

„რა ჯანდაბა ხდება გაერთიანებულ სამეფოში? კირ სტარმერ, თქვენს ხალხს სასტიკად კლავენ, ხოლო თქვენ ფაქტობრივად არაფერს აკეთებთ“, - დაწერა პაულინა ლუნამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×