რეზონანსი
06.06.2026

როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისივე თქმით, საქართველო შემდგარი ქვეყანაა.

„ყველასათვის ცნობილია წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობა, ყველასთვის მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენების არსებობა ჩვენს ქვეყანაზე, მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბად იქცევა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების შეკრება მიმდინარეობდა, შუა დერეფნის ფარგლებში ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებს საქართველოს არსებობა უბრალოდ დაავიწყდათ. არ მგონია, რომ არ იცოდნენ, რუკაზე საქართველოს სად მდებარეობს, მაგრამ ნარატივებს მიჰყვებიან. ამ ნარატივების მიღმა ზუსტად ის ძალები დგანან, რომლებიც საქართველოში რევოლუციის მცდელობებით არიან დაკავებულები.

როდესაც ვამბობთ, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მხოლოდ ტერიტორიაა საჭირო, ყველამ კარგად იცის, რა როლი აქვს საქართველოს ევროპის კულტურის განვითარებაში და რამდენად ევროპულია ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×