
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მისი წინამორბედის მიერ დაწესებული 17-თვიანი ვეტო მოუხსნა.
გაწევრიანების ფორმალური მოლაპარაკებები 15 ივნისიდან ლუქსემბურგში, მთავრობათაშორისი კონფერენციების ფარგლებში, თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე დაიწყება. 18 ივნისს კი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე საკითხის დამტკიცების შემდეგ, ექვსიდან პირველი კლასტერი გაიხსნება და დაიწყება აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი. ამ პროცესის დაწყებაზე რეკომენდაცია ევროკომისიამ 2025 წლის იანვარში გასცა, თუმცა მას ამ დრომდე ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
პეტერ მადიარი აცხადებდა, რომ ბუდაპეშტი მხარს დაუჭერდა კიევის გაწევრიანების პროცესს „უკრაინასთან ყოვლისმომცველი შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში უნგრული უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას“. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 3 ივნისს მიაღწიეს.
უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ივნისში მოიპოვეს.