რეზონანსი
16.05.2026

სოციალურ ქსელში ასმათ ბერიძის ვიდეო ვრცელდება, სადაც ახალგზრდა ქალი, რომელსაც მშობიარობის შემდეგ მენინგიტი განუვითარდა, ცოტა ხნის წინ კი კომიდან გამოვიდა ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

20 წლის ასმათ ბერიძე, რომელიც ამ დროისთვის თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დასტაბილურდა, რომ პალატაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება: 

„ხუთშაბათისთვის ფიქრობენ ჩემს გაწერას, ახალ ანალიზებს აიღებენ და პასუხების მიხედვით გადაწყვეტენ.

ახლა პალატაში ვარ, თავიდან ცოტა მიჭირდა სიარული იმის გამო, რომ გულის პულსი მიჩქარდებოდა, მქონდა თავბრუსხვევა, გიორგი მეხმარებოდა ხოლმე ნაბიჯების გადადგმაში ან ძირითადად ვიწექი, დღეს ღმერთს მადლობა, რომ ჩემი ფეხით დავდივარ…“ – ამბობს 20 წლის ასმათ ბერიძე.

ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×