რეზონანსი
12.05.2026

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ვუსურვებთ წარმატებებს ქართველი ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანეს მისიაში. გვჯერა, ქართული ეკლესია იქნება მშვიდობის, თანადგომის და ეროვნული ერთიანობის მთავარი საყრდენი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან სრულიად საქართველოს და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევა მიულოცა. გარდა ამისა, ის აქციებზე დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული სასულიერო პირების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუკი ეს პროცესი დაიწყება.

„დაველოდოთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ადამიანები, რომლებიც დღეს რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, სამწუხაროდ, უკანონოდ იხდიან სასჯელს, უნდა იყვნენ სახლში. ეს ადამიანები სჭირდება თავიანთ ოჯახებს, თავიანთ ქვეყანას გარეთ და არა გამოკეტილ საკანში. შესაბამისად, თუ დაიწყება ეს პროცესი და რა თქმა უნდა, ამას ექნება შედეგი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×