რეზონანსი
12.05.2026

პატრიარქ შიოს აღსაყდრებაზე დასასწრებად ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი მივიდა

პატრიარქ შიო მესამეს აღსაყდრებაზე დასასწრებად ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×