რეზონანსი
16.04.2024

ახალგაზრდა ქალი ხათუნა შაინიძე ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, ქალი, სოფელი ლეღვადან, 23-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპებს, გოგო-ბიჭს ელოდებოდა. მისი გარდაცვალება, სავარაუდოდ, ორსულობის გართულებამ გამოიწვია.

“ჩემო ხათუ, ეს რა დაგემართა, როგორ დატოვე შენი 23 წლის ნანატრი შვილები. ისე გაგვიფრინდი არც კი იცოდი თუ შვილები შეგეძინა, 2 პატარა ანგელოზები უდედოდ დატოვე და წახვედი“.

“ვერ დავიჯერებ რომ აღარ ხარ და წახვედი. ვერ დავიჯერებ რომ ისედატოვე 23 წლის ნანატრი შვილები, ვერც კი დაინახე, ჩემო საყვარელო თბილო და მხიარულო გოგო, სიტყვებით ვერ ავღწერ ისე მეტკინა გული. ანგელოზი იყავი და ანგელოზად დარჩები შენი შვილებისთვის ხათუუ” - წერენ ახლობლები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×