რეზონანსი
14.04.2024

გეგე სულხანიშვილის ინფორმაციით, მსახიობ ვანო იანტბელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ახლა მკურნალობის კურსს გადის. თელავის თეატრის მსახიობს დაახლოებით ორი თვის წინ, მოულოდნელად ანევრიზმა გაუსკდა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. 

"სამტრედიაში იყო ვანო ღონისძიებაზე, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა. დათო დვალიშვილმა მითხრა, სცენაზე გასვლის წინ, მელაპარაკებოდა, მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგაო. გაირკვა ანევრიზმა გაუსკდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.

დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა ეს. მანამდე არასოდეს უთქვამს რამე თუ აწუხებდა. როდესაც კლინიკაში შეიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ წამლები დაუნიშნეს, რომელმაც ალერგია მისცა გამოწერის შემდეგ და ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა სახლში არის, უკეთ არის. როცა ვურეკავ და ვესაუბრები, შესაძლოა ორი-სამი სიტყვა გაეჭედოს, ექიმები ამბობენ, რომ მალე სრულად გამოჯანმრთელდება და აღდგება მისი ორგანიზმი", - განუცხადა "პრაიმტაიმს" გეგე სულხანიშვილმა.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×