რეზონანსი
10.04.2024

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე სოციალურ ქსელში ვასო აბაშიძის დრამატული თეატრის კოლეგას დავით ბეშიტაიშვილს მიმართავს. ჩიგოგიძის თქმით, სასაცილოდ ჟღერს, რომ კანონი რუსულია და ახალგაზრდებს უკეთ უნდა ესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას.

„სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“. სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც, თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ ამჟამინდელ მსოფლიოში, რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას?!

ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ, ჩვენი საქმეს მივხედოთ,“ - წერს ჩიგოგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×