რეზონანსი
13.02.2024

მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო წლები ძლიერ სენს ებრძოდა. მსახიობს მეგობრები და ახლობლები ემოციურად გამოემშვიდობნენ, მისი  მეგობარი ნინო სტურუა სოციალურ ქსელში წერს:

„დაახლოებით 10 წლის წინ, გადაცემაზე შესვლის წინ წავჭორავდით და ვეკითხები:

– ასეთ სილამაზეს უყვარდი თურმე, ასეთ ქალს!

და როგორ, აი, როგორ არ უპასუხე-თქო???

(ლიკა ქავჟარაძემ მოჰყვა თავად ერთ- ერთ გადაცემაში, გადაღებების დროს ძალიან შემიყვარდაო…

ჰოდა, აბა, მე როგორ მოვითმენდი არ მეკითხა)

ამან კიდე შეიცხადა და თან გაეცინა:

– ეეე, რას ამბობ, იცი, ჩემ როგორ ძმაკაცს უყვარდაო!

მარიტა და გედია…” – წერს ნინო სტურუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×