რეზონანსი
10.02.2024

10 თებერვალს, თბილისის დროით, 2:59 საათზე ახალმთვარეობა იქნება. ამ კონკრეტულ ახალმთვარეობას ჩვეულებრივზე მეტი ასტროლოგიური დატვირთვა აქვს - აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, სწორედ 10 თებერვალს დადგება დრაკონის წელი.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დრაკონის შემოსვლასთან დაკავშირებთ, შემდეგ მიმართვას ავრცელებს:

„ამაღამ, ღამის 3 საათზე შემობრძანდება დრაკონის წელიწადი. მადლობით გააცილეთ კატა-კურდღლის წელი და შეინახეთ ფიგურები. დადგით დრაკონის ფიგურა, აანთეთ სანთელი და მადლიერებით დალოცეთ ყველა… უსურვეთ ყველას ბედნიერება და ყველა ის სიკეთეები, რაც თქვენ გინდათ, რომ მოგეცეთ ამ ახალ წელიწადში…

მშვიდობიანი სიყვარულითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ ყველას,“ - წერს ასტროლოგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×