რეზონანსი
22.12.2022

საფრანგეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა შემთხვევა, რომელიც ტულონში, სენტ-მიუსის საავადმყოფოში მოხდა. შაბათს, 17 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, ტულონში, სენტ-მიუსის სასწრაფო დახმარების განყოფილებას 88 წლის მამაკაცმა მიმართა. მან სამედიცინო პერსონალს შესჩივლა, რომ ანუსში ჭურვი ჰქონდა გაჩხერილი და დახმარება სთხოვა.

მამაკაცმა ექიმებს განუცხადა, რომ ჭურვი ძმის სახლში იპოვა. ექიმებმა მისგან მოისმინეს, რომ ჭურვი არ იყო საშიში, მაგრამ ვერ ენდნენ მას, საავადმყოფოდან პაციენტების ქალაქის სხვა სასწრაფო დახმარების განყოფილებებში გადაყვანა დაიწყეს და 88 წლის მამაკაცი საავადმყოფოს წინ სახელდახელოდ მოწყობილ კარავში მოათავსეს გამოსაკვლევად.

საავადმყოფოს თანამშრომლის თქმით, გამნაღმველებმა ექიმები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომის საკოლექციო ჭურვი.

ქირურგმა, რომელმაც პაციენტი მუცლის ღრუზე გაჭრა და ჭურვი ისე ამოიღო, განაცხადა, რომ მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, ჭურვი სიგრძით 18 სანტიმეტრი, სიგანეში კი 6 სმ იყო.

ქირურგის ერთ-ერთმა კოლეგამ შემთხვევის უპრეცედენტობაზე გააკეთა კომენტარი:

„ვაშლი, მანგო ან თუნდაც საპარსი ქაფის თუნუქის ქილა... ჩვენ მიჩვეულები ვართ უჩვეულო საგნების პოვნას იქ, სადაც არ უნდა იყოს. მაგრამ ჭურვი? არასოდეს!"

აიპრესი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×