რეზონანსი
21.12.2022

ამსტერდამში, მოხუცთა თავშესაფარში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია" ავრცელებს.

"მეგობრებო! ამსტერდამში მოულოდნელად გარდაიცვალა ქართველი მამაკაცი, სახელად ნუგზარ ბაკურაძე.

ნუგზარი არის 67 წლის და იგი ბოლო წლებში ცხოვრობდა ამსტერდამის მოხუცებულთა სახლში Dr. Sarphatihuis, Rutersstraat 2.

ნუგზარს საქართველოში ჰყავს ქალიშვილი.

იმ ინსტანციას სადაც ნუგზარი გარდაიცვალა არ აქვს უფლება რომ მისი შვილის გარეშე მიიღოს გადაწყვეტება. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია და შეძლებთ დაგვაკავშიროთ ნუგზარ ბაკურაძის ქალიშვილთან ან მის დასთან, გთხოვთ შეგვატყობინოთ.

რეპატრიაციის ხარჯებს როგორც ინფორმაცია გვაქვს ფარავს სახელმწიფო.

გთხოვთ დაგვეხმაროთ ნუგზარ ბაკურაძის ახლობლების, ნათესავების მოძებნაში!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×