რეზონანსი
07.09.2022

რუსეთში, საკუთარ სახლში, ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი გია დიაკვნიშვილი (გია "დლინნი"), თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით იპოვეს. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ტყვიამ დიაკვნიშვილს თვალის ბუდე გაუხვრიტა. დაჭრილი დიაკვნიშვილი  საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ჩხრეკის დროს პოლიციამ საბრძოლოდ გადაკეთებული გაზის პისტოლეტი იპოვა. სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზეა აღძრული. გამოძიება ორ ვერსიას განიხილავს: მკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობას.

როგორც რუსული მედია წერს, გია (გიორგი) დიაკვნიშვილი ქართველი წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსკოველი „კანონიერი ქურდია“. ასევე ის არის ქურდების საერთო ფონდის ე.წ. „ობჩიაკის“ მფლობელი.

დიაკვნიშვილი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებულ დაპირისპირებაში მხარს "დედ ჰასანს" უჭერდა და ტარიელ ონიანის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×