რეზონანსი
06.09.2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ლანჩხუთელი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში სტუმრად მყოფი ბავშვი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე ტრაგედიას გამოეხმაურა და ფოტოც გამოაქვეყნა:

"საშინელება გვჭირს მთლიანად ლანჩხუთს. ყველაფერი უფერული გახდა.

პატარა ანგელოზი... გაფრინდა...

მშვიდად განისვენე ოქროს ბიჭო.

ოჯახს ღმერთო გამძლეობა მიეცი", - დაწერა ნინია ბარამიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×