რეზონანსი
05.09.2022

ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ, რომელმაც წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ღიად გააკრიტიკა ცოტა ხნის წინ, კვლავ მიუბრუნდა და ახალი ენერგიით შეუდგა მის ძაგებას. როგორც სანაია აღნიშნავს, სწორედ, კვარაცხელიას გაკრიტიკებაა მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი მიუღებლად იქცევა.

„ღარიბაშვილის კრიტიკას რა უნდა, ეგ ყველას შეუძლია, კარგი გოლის გამტანსაც რომ გააკრიტიკებ, იმიტომ რომ **ეურად იქცევა, ეგაა საქმე. თითქოს არ ვიცით, რატომ ვერ ამბობს ტიპი ერთ სიტყვას უკრაინაზე, პუტინზე, თითქოს არ ვიცით, მამუკა ჯუღელი ვინ არის. თითქოს, არც გაზაევის ოჯახი ვიცით, არც ახრიკ ცვეიბა და მთელი ეგ შაიკა მამუკა ჯუღელის წარმომადგენლობით. არც ჩაწყობილ თამაშებზე გვსმენია სკანდალები რუსეთში და გარიგებებში ჯუღელზე ეჭვების შესახებ იმავე რუსულ პრესაში. ერთი სიტყვა უკრაინაზე და სახეს გააძრობენ ჯუღელს რუსეთში. აი, მაგის ეშინიათ. ჩვეულებრივ ხურდავდება საქართველო ჯუღელის ინტერესებში. ფეხზე გაკეთებული შიტოკი რომ სიაფანდი ამბავია, მაგასაც ყველა ხვდება. მაგას ღარიბაშვილიც გააკეთებს დღესვე. „ჩემ სამშობლოს სჭირდებოდა და წამოვედი რუსეთიდან“ – ეგეც ბლეფია. ჯუღელს სჭირდებოდა და წამოიყვანა იმ კონკრეტულ მომენტში“, - დაწერა კომენტარის სახით, მიშა მშვილდაძის ფბ-გვერდზე სანაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×