რეზონანსი
21.07.2022

შვედეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერი ზაალ კოკაია ფეისბუქში ქართულ  სუპერმარკეტებში პროდუქტების ფასებზე წერს, რაც ევროპულ  სუპერმარკეტებში პროდუქტების ფასებს გაცილებით აღემატება.

,,ხშირად მესმოდა, რომ ქართულ სუპერმარკეტებში ფასები ზოგჯერ ევროპულზე მაღალია და არასდროს მჯეროდა. მით უმეტეს, მე თავად ერთ-ერთ  ყველაზე „ძვირიან“ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვერ წარმომედგინა, რომ სადმე შეიძლება პროდუქტები უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე შვედეთში, თუკი ნორვეგიას და შვეიცარიას გამოვრიცხავთ…

თუმცა ჩემი ილუზიები წელს ზაფხულში დაიმსხვრა, როცა თბილისში მომიწია პურის ფქვილის ყიდვა… თბილისში 2 კგ პურის ფქვილი სპარში ღირს 9.1 ლარი. იგივე პროდუქტი, იგივე რაოდენობით შვედეთში ICA-ში ღირს 19,95 კრონი ანუ 5,6 ლარი. გამოდის, რომ საქრთველოში ფქვილი 60%-ით მეტი ღირს, ვიდრე შვედეთში. ამასთან შვედური საშუალო თვიური ხელფასი (45 100 კრონი ანუ 12 834 ლარი) 8-ჯერ მეტია საქართველოს საშუალო ხელფასზე (1 446 ლარი).

გასაგებია, რომ საშემოსავლო შვედეთში ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ეს რეალურ სურათს არანაირად არ ცვლის…” - წერს ზაალ კოკაია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×