რეზონანსი
27.06.2022

28 წლის მარიამის ახლობლები 21 დღის განმავლობაში ელოდებოდნენ სასწაულს, რადგან ექიმებისგან არანაირი საიმედო პროგნოზი არ ისმოდა. მარიამ ბალავინოვი, რომელსაც სავარაუდოდ თავში ანევრიზმა გაუსკდა, ქუთაისში 21 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს ექიმებმა. გოგონა ოზურგეთში ცხოვრობდა, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ალექსანდრე დარჩა.

აი რას ამბობენ მისი ახლობლები:

"მარიამის მშობლებიც ახალგაზრდები არიან, დედა იმავე დღეს ემიგრაციიდან ჩამოფრინდა, დიდი ხნის უნახავი შვილი ასე ცოცხალმკვდარი დახვდა.... მაგრამ ვერ იაზრებდა რომ მარიამის გადარჩენის შანსი თითქმის აღარ იყო... თქვეს ექიმებმა რომ შესაძლოა მას თანდაყოლილი ანევრიზმა ჰქონდა და კოვიდის შემდეგ შეიძლება გაურთულდა... თუმცა დანამდვილებით ვერ ამბობენ .... არაფერი ვიცით, სიცოცხლით სავსე გოგომ ჩვეულებრივად დაიძინა და გამთენიისას საშინელი თავის ტკივილით გაეღვიძა, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ მალევე გაითიშა და მერე.... ამბობენ, თითქოს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თითი გაანძრია და თითქოს ცალი თვალი გაახილა.... არ ვიცით იქნებ ისე უნდოდათ მის საყვარელ დას, მამიდას, მეუღლეს,დედას, მამას რომ გამოსულიყო მდგომარეობიდან, რომ, 21 დღე მანქანაში ეძინათ საავადმყოფოს ეზოში.... ბავშვი პატარაა, დეიდისთვის უთქვამს, დედა სად დატოვე, რატომ არ მომიყვანეო.... საცოდაობა ტრიალებდა ოზურგეთში ამ დღეებში, დიდი და პატარა დასტიროდა მარიამს, ყველასთვის საყვარელ გოგოს..."

"ალია"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×