რეზონანსი
27.06.2022

ჟურნალისტი და პროდიუსერი ბექა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „ბაიასთან“ იხურება.

„მეგობრებო და არამეგობრებო, ახალი ამბავი მაქვს! გამომდინარე იქიდან, რომ ამ სატელევიზიო სეზონის ბოლოდან, ტელეკომპანია "ფორმულაზე" იხურება ჩემი მოკრძალებული აზრით, სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაცემა "ბაიასთან", რომლის პროდიუსერიც გახლდით.

მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც უმუშევრის სტატუსის მქონე ადამიანს, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანოთ ამ სტატუსის შეცვლაში. ძალიან ბევრი რამე მეხერხება. შეგიძლიათ შემეხმიანოთ პირად მიმოწერაში! მადლობა,“ - წერს ბექა მაისურაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×