თიკა სიბოშვილი 31.05.2023

საქართველოს ეკონომიკა ზრდას 2023 წელსაც შთამბეჭდავად განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი, გასული თვეების გარდა, აპრილშიც დაფიქსირდა. აღებული სტარტისგან გადახრა კარგა ხანია არ მომხდარა და როგორც სავარაუდოა, არც მოხდება. ეკონომისტების მოლოდინი კი საკმაოდ პოზიტიურია.
|
ია აბულაშვილი 31.05.2023

პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დაპირისპირება ენმ-ის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის კულმინაციას აღწევს. ოპოზიციონერი დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დაკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი პირველი მოსმენით უმრავლესობამ იმ იმედით დაუჭირა, რომ ეს კანონპროექტი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას ხელს შეუწყობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნება" მაქსიმუმს გაკეთებს იმისთვის, რომ უფრო მეტად წაახალისოს "ნაცმოძრაობის" დაშლა პარლამენტის რიგებში.
|
ნაზი ბერიძე 31.05.2023

ოთხშაბათს, 31 მაისს ევროკომისიამ დაიწყო კონსულტაციები ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიტორინგის შესახებ, რათა გაუმჯობესდეს არსებული წესები მესამე ქვეყნების უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და შესაძლებელია უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს კიდეც არალეგალური მიგრაციის საფრთხეების გამო. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ევროკომისიისგან გარკვეულ შეზღუდვებს ელოდებიან, თუმცა, სავიზო რეჟიმის დაწესებას არ ვარაუდობენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.05.2023

თეთრი სახლი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს, რუსეთმა კი მოსკოვში 30 მაისს დრონებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა თავდასხმის ფაქტი მასობრივი მობილიზაციის გამოცხადებისთვის, ან სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენოს და ამიტომაც აშშ-ს რეაქცია ბუნებრივი იყო.
|
ნაზი ბერიძე 30.05.2023

ოთხშაბათს, 31 მაისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილი ევროპარლამენტში გამოვა სიტყვით და სხვადასხვა გარემოებების გამო, ამ გამოსვლას შესაძლოა განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, მმართველი პარტია შიშობს, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ღიად დაადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური კურსიდან გადახვევაში, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული ასეთ განცხადებას კი განსაკუთრებული ეფექტი ექნება.
|
ნაზი ბერიძე 30.05.2023

სოხუმში სამშაბათს უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა ადგილობრივი ოპოზიციის აქციამ. ხალხის რაოდენობა არც ისე დიდი იყო, როგორც ელოდენენ, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქში შეჯავშნული საბრძოლო მანქანები გადაისროლა, ე.წ. სამთავრობო შენობების მისასვლელები საქალაქო და სასკოლო ავტობუსებით ჩახერგა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავზე კი სნაიპერები იყვნენ განლაგებული.
|
ელზა პაპოშვილი 30.05.2023

მოსკოვზე 30 მაისის განხორციელებული საჰაერო დარტყმის შემდეგ, რუსულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში სერიოზული პანიკის ნიშნები შეიმჩნევა. სოციალური ქსელებით ვრცელდება მომხდარის ვიდეოკადრები შეშფოთებულ მოქალაქეთა კომენტარებით. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარიდან რამდენიმე საათში გააკეთა განცხადება, რაც აქამდე არ მომხდარა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი საგანგებოდ გააფრთხილეს ყველა, რომ ამ ინცინდეტზე ყალბი ცნობების გავრცელება მკაცრად დაისჯება და მედიამ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელოს, როს გამოც ინფორმაცია სამშაბათის მოვლენებზე მწირია.
|
ქეთო გოგოხია 30.05.2023

სიმინდის მოსავლიანობა წელს, სავარაუდოდ, ვერ გაიზრდება. მართალია, მარცვლეულსა და ფქვილზე ფასი მუდმივად მატულობს, მაგრამ ამან ფერმერები რატომღაც ვერ გააქტიურა. როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთში ნათესი ფართობების მოცულობა იგივე დარჩა, რაც შარშან იყო. ახლა მთელ იმედს ფერმერები ამინდზე ამყარებენ და ამბობენ, რომ ხელისშემშლელი გავლენა თუ არ იქნება, უკეთეს მოსავალს მიიღებენ.
| |
გვანცა წულაია 30.05.2023

საქართველოს ენერგეტიკას ახალი თბოელექტროსადგური შეემატება. გარდაბანი 3-ის მშენებლობის დასაწყებად მალე აუქციონი გამოცხადდება, რის შედეგადაც შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. სიახლე ქვეყნის ენერგეტიკაზე დადებით გავლენას მოახდენს და საქართველოს იმპორტის მოცულობის შემცირებაში დაეხმარება, რომელიც ბოლო დროს ისედაც იკლებს.
|
ნაზი ბერიძე 30.05.2023

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამშაბათს ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმს (GLOBSEC) დაესწრო და ფორუმის ფარგლებში თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოსა და ევროკავშირის, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები და ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ რეკომენდაციებსა და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე საუბარს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|