რეზონანსი 23.06.2023

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას აქტიურად ეხმაურებიან საქართველოშიც და უცხოეთშიც - ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას ზეგავლენა 12 პუნქტის შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების თემატიკაზე - პოზიციები ამაზე განსხვავებულია.
|
ელზა პაპოშვილი 22.06.2023

პროგრესი არის, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო - ეს არის გზავნილი ევროკავშირიდან, რომელიც საქრათველოს ხელისუფლებამ 22 ივნისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართული ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეკრებიდან მიიღო, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.
|
გვანცა წულაია 22.06.2023

საქართველოს ეროვნულ ბანკში დიდი ცვლილებებია. სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავა აირჩიეს და ის აგრეთვე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. მმართველმა პარტიამ თავისი გაიტანა და ცენტრალურ ბანკი თავის ნდობით აღჭურვილ პირს ჩააბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სებ-ი "ქართული ოცნების" კანდიდატმა ჩაიბარა.
|
ნაზი ბერიძე 22.06.2023

მოსკოვში საზეიმო განწყობაა და ეს ხუთშაბათს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზეც ჩანდა, რომელიც, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, პირველად გადაიცემოდა სამთავრებო ტელეარხებით. როგორც ქართველი ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა პრაქტიკულად შეძლეს უკრაინელთა კონტრშეტევის პირველი ტალღის მოგერიება, საზეიმოდ საქმე ნამდვილად არ აქვთ. ამის პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთსაბათს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
|
ქეთო გოგოხია 22.06.2023

საქართველოს დერეფანში გადაზიდვების მოცულობა მკვეთრად იზრდება. გლობალური პროცესები, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი განაპირობებს, საქართველოს ლოგისტიკურ მიმართულებაზე დადებითად აისახა. 1-2 წლის წინ გაზრდილი ტვირთების მომსახურება ეჭვს იწვევდა, თუმცა დღეს რეალობა შეიცვალა და მუდმივად მზარდია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, შესაბამისად, მეტი ტვირთნაკადი მოძრაობს საქართველოს დერეფანში. შეიძლება ითქვას, რომ დატვირთულობა პიკზეა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულია.
|
გვანცა წულაია 22.06.2023

სამშენებლო მასალების გაძვირება, მიმდნარე ეტაპზე, შეჩერებულია. მართალია, ღირებულება საბოლოო ჯამში მაინც გაზრდილია, თუმცა დასტაბილურებულია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ამ ფაქტორის გამო, მშენებლობის გაძვირება აღარ არის მოსალოდნელი.
|
ია აბულაშვილი 22.06.2023

პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად, ამ ეტაპზე, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არაფერში სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა - ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა. მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელი ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცდება სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას, თუმცა, რეალურად, პარტიის მათრვაში მის პირდაპირ ჩართვას არ დაუშვებს.
|
ელზა პაპოშვილი 22.06.2023

თბილისში, არასრუწლოვნების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ტაილანდის მოქალაქე გახდა, რომელსაც მოზარდები თავს აბესაძის ქუჩაზე მდებარე სალონში დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს. 60 წლამდე მამაკაცი საქართველოში გამაჯანსაღებელი ცენტრის მფლობელია. მას არასრუწლოვნები სწორედ მისივე მასაჟის სალონში გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი არასრუწლოვნებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა გახდა.
|
ნაზი ბერიძე 22.06.2023

უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად ვა ზღვაში მოხვედრილი საშიში ნივთიერებები და სხვა სახიფათო საგნები საქართველოს ნაპირებამდე ამ ზაფხულის განმავლობაში ვერ მოაღწევს. შესაბამისად, საქართველოს სანაპიროზე შავი ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. ამის შესახებ „რეზონანსთან" გარმოს დამცველები აცხადებენ. გაეროში კი კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხეზე საუბრობენ.
|
ნაზი ბერიძე 21.06.2023

უკრაინის ფრონტზე სიწყნარეა და ამას როგორც მოსკოვში, ისე კიევში ადასტურებენ. მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინელებს დიდი დანაკარგი აქვთ და მათი შევსების გარეშე, სერიოზულ შეტევით ოპერაციებს ვერ განახორციელებენ. კიევში კონტრშეტევის შენელების მიზეზებსა და მათზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობენ. ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ უკრაინის შეტევა, ცალკეულ ლოკალურ შეტაკებებს თუ არ ჩავთვლით, პრაქტიკულად შეჩერებულია მათი განახლება დიდწილად დამოკიდებული იქნება დასავლეთიან შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი პარტიის მიღების ვადებზე.
|
ელზა პაპოშვილი 21.06.2023

ევროკომისიის შუალედური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესზე არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს, მიანიჭებენ თუ არა წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ 4 თვეა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას წესით არ უნდა გაუჭრდეს სასურველი შედეგის მიღწევა.
|
თიკა სიბოშვილი 21.06.2023

თბილისში ტურისტებისთვის ცხოვრება გაძვირდა და თითქმის წამყვან ევროპულ ქალაქებს დაეწია. ფასი გაიზარდა მომსახურების კუთხითაც, რაც არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის პრობლემას. ახლა, ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში საქართველო 181-ე ადგილზეა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|