ნატალია ჯვარიძე
11.06.2026

აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმების ახალი ტალღის შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაკეტა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური სეიედ მაჯიდ მუსავი აცხადებს, რომ თუ სრუტე დაუცველი გახდება, ირანი „რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს". საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული არმია ახლო მომავალში დაიკავებს სრუტეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე კუნძულ ხარგს და ირანის სანავთობი ინფრასტრუქტურის სხვა საკვანძო წერტილებს.

ნატალია ჯვარიძე
10.06.2026

უკრაინა რუსეთის სამხედრო და ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს შეხვდა, რომლის დროსაც მათ სხვა საკითხებთან ერთად, „გრიპენის" მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებული შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილეს.

ნატალია ჯვარიძე
10.06.2026

შესაძლოა, ირანთან შეთანხმება მომავალ კვირას ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „სი-ბი-ეს"- თან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, შუალედურ არჩევნებამდე ბევრი რამ გვეცოდინება. შესაძლოა, შეთანხმება მომავალ კვირას შედგეს, ან დღეიდან რამდენიმე თვეში გაფორმდეს", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, ვაშინგტონი შეთანხმებასთან „ახლოს არის".

ნატალია ჯვარიძე
09.06.2026

სომხეთის საპარალემენტო არჩევნებიდან სამი დღე გავიდა და რუსეთის ხელისუფლება ნიკოლ ფაშინიანისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავს იკავებს. არჩევნებში მონაწილე პრორუსული ალიანსის - „სომხეთის" ლიდერი, ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი არჩევნების შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. კიდევ ერთი პრორუსული ბლოკის, „აყვავებული სომხეთის" ლიდერ გაგიკ ცარუკიანს 9 ივნისს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მესამე პრორუსული პარტიის - „ძლიერი სომხეთის" ლიდერ, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე კი სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ კიდევ 7 ივნისის არჩევნებამდე იყო დაწყებული.

მარიამ ვეკუა
09.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დონალდ ტრამპი აცხადებას, რომ ირანთან შეთახნმება უახლოეს მომავალში დაიდება, რის საფუძველზეც მომავალი ორ კვირის განმავლობაში აშშ ამ ომში თავის გამარჯვებას ოფიციალურად გამოაცხადებს. ჰორმუზის სრუტე კი, მისივე შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერიდან 2-3 დღეში სრულად გაიხსნება.

რეზონანსი
09.06.2026

ჩინეთის ქალაქ უსიში, ძიანგსუს პროვინციაში, კომპანია UtmoLight-ის ინჟინრები ახალ თაობის მზის ენერგიის ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელსაც სპეციალისტები უკვე მწვანე ენერგიის მომავალს უწოდებენ. საუბარია არა ტრადიციულ სილიციუმის მზის პანელებზე, არამედ პეროვსკიტის ტექნოლოგიაზე, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებას უფრო იაფს, ეფექტიანსა და შენობებში მარტივად ინტეგრირებადს ხდის.

თამთა ჩაჩანიძე
08.06.2026

ახლო აღმოსავლეთში არსებული მყიფე სიმშვიდე 8 ივნისს დაირღვა - ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშები განაახლეს, რაც აპრილში გაფორმებული დროებითი ზავის შემდეგ საომარი მოქმედებების ყველაზე მძიმე ესკალაციაა.

ნატალია ჯვარიძე
08.06.2026

უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის ოპერატორებმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას" ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
08.06.2026

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონი ბალტიის საჰაერო პატრულირების ნატო-ს მისიაში ჩართულმა ფრანგულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.

მარიამ ვეკუა
06.06.2026

ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელი მცდელობა - ღია წერილითა და მკვეთრი რიტორიკით ეიძულებინა ვლადიმირ პუტინი პირისპირ მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო, კრემლის დემონსტრაციულ უარს შეეჯახა და კიდევ ერთხელ გამოაჩინა მხარეებს შორის არსებული უფსკრული. სანამ თეთრი სახლი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დიალოგის განახლების იმედს ინარჩუნებს, მოსკოვი გრძელვადიან კაპიტულაციას ითხოვს, კიევი კი პუტინის პოლიტიკურ უუნარობაზე მიანიშნებს.

ნატალია ჯვარიძე
05.06.2026

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ევროკავშირში გაწევრიანების წესების გამარტივებას უჭერს მხარს. კოშტას თქმით, ბლოკმა გაფართოება უნდა დააჩქაროს, რათა დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორებს აჩვენოს, რომ სერიოზულად ეკიდება მათი ევროკავშირისკენ სწრაფვის რეალობად ქცევას.

ნატალია ჯვარიძე
05.06.2026

უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის - პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს კოლეგას შეხვედრას სთავაზობს, თუმცა, არა მოსკოვსა და კიევში, არამედ ვლადიმერ პუტინს ისეთ ქვეყნებზე მიუთითებს, რომლებიც მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად, მათ შორის ასახელებს შვეიცარიას, თურქეთს, არაბული სამყაროს ქვეყნებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×