მარიამ ვეკუა
08.05.2026

ბულგარეთის მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი დაამტკიცა, რომლის პარტიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. რუსეთთან დაახლოებულ ლიდერს ბრიუსელში ფრთხილად აკვირდებიან, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ფინანსური და პოლიტიკური ვალდებულებები სოფიას ევროკავშირის კურსიდან გადახვევის საშუალებას არ მისცემს

ნატალია ჯვარიძე
06.05.2026

გერმანია დაჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერლინში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია უარყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნად იქცა.

თამთა ჩაჩანიძე
05.05.2026

დრონების საწინააღმდეგო ბადეებით დაფარულ წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმისთვის მზადება თითქმის დასრულებულია - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ საკუთარი წინადადება წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს მხარეების მიერ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას უფრო ადრე - 5-6 მაისს.

ნატალია ჯვარიძე
04.05.2026

ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნები არაბეთის ყურეში მოქმედებენ, მას შემდეგ, რაც მათ „პროექტი თავისუფლების" მხარდასაჭერად ჰორმუზის სრუტეში გაიარეს", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ნატალია ჯვარიძე
04.05.2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს.

მარიამ ვეკუა
03.05.2026

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გერმანიიდან ჯარისკაცების გაყვანის ბრძანება გასცა, რაც პრეზიდენტ ტრამპსა და კანცლერ მერცს შორის ირანის ომზე დაწყებული დაპირისპირების პირდაპირი შედეგია. თეთრი სახლის ლიდერი ამით არ შემოიფარგლება - მოკავშირეების პასიურობით უკმაყოფილო ტრამპი სამხედრო კონტინგენტის გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც გეგმავს, რითაც ევროპაში ამერიკის ათწლეულების განმავლობაში არსებულ უსაფრთხოების არქიტექტურას ეჭვქვეშ აყენებს.

ნატალია ჯვარიძე
02.05.2026

უკრაინა უკვე სერიზულ უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში არ ჩადიან. ამის სავარაუდო მიზეზებსაც ასახეხელებენ და ამბობენ, რომ ვაშინგტონის დღის წესრიგში უკრაინის საკითხი აღარ დგას. ამასთან, თვითონ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და ამერიკელები არ არიან დარწმუნებული, რომ კიევში ჩასვლა რამეს შეცვლის.

მარიამ ვეკუა
01.05.2026

უკრაინა და ნიდერლანდები თავდაცვითი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან: 2026 წლიდან მხარეები Baton-ისა და K4-ის მოდელის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივწარმოებას დაიწყებენ. აღნიშნული ინფორმაცია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროსოფიციალურმა წარმომადგენელმა, იურიან ესერმა, ჰააგაში "უკრინფორმის" კორესპონდენტთანსაუბრისას დაადასტურა.

ნატალია ჯვარიძე
01.05.2026

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან საფრთხის ზრდის ფონზე საზღვაო ძალებს აერთიანებს. არქტიკასა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში „ჩრდილოეთის ფლოტის" ალიანსი შეიქმენა, სადაც გაერთიანებულია ათი ქვეყნის სამხედროები. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის, გენერალ გვინ ჯენკინსის განაცხადებით, დროის დაკარგვის დრო აღარაა.

მარიამ ვეკუა
30.04.2026

რუსეთის ხელისუფლებამ 9 მაისს ფაშიმზე გამარჯვების მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ფორმატი უკრაინის მხრიდან შესაძლო „ტერორისტული შეტევების" მოტივით შეცვალა. ახლა კი 9 მაისს საერთოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ეს საკითხი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს, რომელიც 29 აპრილს გაიმართა.

მარიამ ვეკუა
30.04.2026

ბრიუსელში უკრაინისთვის მოკლევადიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის პაკეტზე მუშაობენ. მას შემდეგ, რაც ევროპულმა დედაქალაქებმა ევროკავშრში გაწევრიანების „ფორსირებული გეგმა" უარყვეს, დღის წესრიგში დადგა ალტერნატიული მოდელი, რომელიც კიევს ბლოკის ბაზრებსა და ინსტიტუტებთან რეფორმების დასრულებამდე დააახლოებს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო" ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
29.04.2026

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის წითელ მოედანზე 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე სამხედრო ტექნიკის კოლონები და სამხედრო კურსანტები არ იქნებიან წარმოდგენილები, - ინფორმაციას „ბი-ბი-სი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო ტექნიკის კოლონა აღლუმში მონაწილეობას „არსებული ოპერატიული სიტუაციის" გამო არ მიიღებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×