ნაზი ბერიძე
24.11.2023

ხუთშაბათს, 23 ნოემბერს მინსკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოდეკაბეს 2-დღიან სამიტზე სომხეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუმცა გამორიცხა ალიანსის დატოვება. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, ერევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის ორმაგ თამაშს თამაშობდეს.

ნაზი ბერიძე
24.11.2023

ნატომ გააფრთხილა წევრი სახელმწიფოები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია და ეროვნული რეგულაციები აფერხებს ნატოს ჯარების გადაადგილებას ევროპის მასშტაბით. ამასთან იგი „სამხედრო შენგენის" ინიციატივით გამოდის. გადაადგილება პრობლემაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, მიაჩნიათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

თამთა ჩაჩანიძე
23.11.2023

ცუდი ამინდების, დასავლური სამხედრო დახმარების შემცირების და სამხრეთში პრაქტიკულად ჩაშლილი კონტრშეტევის ფონზე, უკრაინამ შერძლო და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი გააფართოვა. ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 20 კმ-ის რადიუსში, დნეპრის მეორე მხარეს, აღებულია რამდენიმე სოფელი და მცირე ქალაქი. ამას ადასტურებენ როგორც ამერიკელი და ქართველი ანალიტიკოსები, ისე რუსი სამხედრო მიმომხილველები. რუსული მხრიდან იყო იმაზეც საუბარი, რომ უკრაინის შეტევას რუსები კონტრშეტევით პასუხობენ, თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, კახოვკას დამბის აფეთქების შემდეგ, რუსეთმა აქ ნაკლებადბრძოლისუნარიანი დანაყოფი დატოვა და მათი წინააღმდეგობა ძლიერი ვერც იქნება.

ნაზი ბერიძე
21.11.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულ „სანთან" ინტერვუში უკრაინელ გენერლებს აფრთხილებს, რომ პოლიტიკაში მათი ჩართვა ქვეყნის ერთიანობას რისკის ქვეშ აყენებს. ნათელია, რომ ზელენსკი გენერალური შტაბის უფროს ვალერი ზალუჟნის გულისხმობს, რომელმაც გახმაურებულ ინტერვიუში დასავლურ მედიასთან თქვა, რომ სიტუაცია ფრონტზე ჩიხშია შესული, რაც რუსეთს აძლევს ხელს. ზელენსკი კი ამას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ სტრატეგიული უპირატესობა უკრაინის ჯარის მხარეზეა.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2023

ისრაელი-„ჰამასის" ომი, როგორც ჩანს, დასკვნით ფაზაში შედის და უკვე დაიწყო საუბარი კონფლიქტის დასრულების შემდეგ რეგიონის პოლიტიკურ მოწყობაზე. აქტიურად განიხილება ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიის ნაწილების გასვლის შემდეგ რეგიონში სამშვიდობო ძალების შეყვანა. ცნობილი გახდა, რომ დასავლეთი საჭიროდ მიიჩნევს ომის შემდეგ ღაზის სექტორისა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროს გაერთიანებას. პალესტინის სახელმწიფოს შექმნას კი, სხვა ლიდერებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი.

ნაზი ბერიძე
17.11.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს დათესოს განხეთქილება უკრაინულ საზოგადოებაში და შექმნას ქაოსი ქვეყნის შიგნით. სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" მსგავსი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ უკრაინული საზოგადოების დაყოლიება ამ ეტაპზე პრორუსულ ძალებს გაუჭირდებათ.

ნაზი ბერიძე
16.11.2023

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა აქვს ისინი მაინც სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ. თვითონ სი ძინპინმა კი მოუწოდა ამერიკას არ ჩაახშოს ჩინეთი და არ აწარმოოს მისი შეკავების პოლიტიკა როგორც სახელმწიფო.

ნაზი ბერიძე
16.11.2023

ისრაელსა და „ჰამასს" შორის ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - ებრაელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მათ დაჯგუფება „ჰამასის" შეიარაღება და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. იქამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოს ტერიტორია დაიკავა, რასაც პალესტინური მხარე ომის დანაშაულს უწოდებს.

ნაზი ბერიძე
15.11.2023

აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდინტების შეხვედრამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე - რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-ჰამასის ომები, ეს იმ მწვავე თემათაგანია, რაზეც ჯო ბაიდენი და სი ძინფინი დისკუსიას გამართავენ და გადაწყვეტილებების მიღებას შეეცდებიან.

თამთა ჩაჩანიძე
14.11.2023

„ჰამასმა" ღაზას სექტორზე კონტროლი პრაქტიკულად დაკარგა. „ცახალი" (ისრაელის თავდაცვის არმია), წინააღმდეგობის მიუხედავად, წინ მიიწევს. მის ხელშია ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი სადაც ანკლავის მართვითი ცენრებია განთავსებული. ისრაელის არმიამ აიღო ადგილობრივი პარლამენტისა და გუბერნატორის რეზიდენცია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ისრაელი ნელ-ნელა მიზანს აღწევს ისე, რომ არცერთი სხვა მხარე ომში ჯერჯერობით არ ჩართულა. თუმცაღა ამბობენ, რომ ღაზის სექტორის ისრაელის კონტროლს ქვეშ მოქცევას დიდი ალბათობით მოჰყვება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური შედეგები. მათი შეფასებით, ისრაელის ღაზას პოლიტიკური ავტონომიის გაუქმებას გეგმავს, რაც არაბული სამყაროს მკვეთრად უარყოფითი რეაქციას გამოიწვევს.

ნაზი ბერიძე
13.11.2023

დიდი უკრაინული კონტრშეტევის ფაქტობრივი დასრულების შემდეგ ომმა პოზიციური ბრძოლის სახე მიიღო, რაც, როგორც უკრაინის გენშტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნი შიშობს, შეიძლება გამოფიტვის ომად გადაიქცეს, რაც უკრაინისთვის მომგებიანი არ არის. მართალია, ახლა ძირითადი აქცენტი ავდეევკაზეა მიპყრობილი, რომელსაც რუსები მასირებულად უტევენ, თუმცა ალაგ-ალაგა უკრაინელები საკმაოდ წარმატებულ ოპერაციებს ახორციელებენ. თუმცა სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს ტაქტიკური ხასიათის წარმატებებია და უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, ვიდრე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.

თამთა ჩაჩანიძე
12.11.2023

დასავლეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის პესიმისტური განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. აშშ-ის სამხედრო დახმარება მცირდება და ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახდენენ თუ არა ევროპული სახელმწიფოები ამის კომპენსირებას. დასავლელი ლიდერები ასევე ხშირად მიანიშნებენ შესაძლო მოლაპარებაზე. გარდა ამისა, საუბრობენ რუსეთის მიერ უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ სცენარებზე და საფრანგეთი პრეზიდენტმა ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×