ნაზი ბერიძე
10.05.2023

პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა „პეტრიოტის" სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით, რუსული რაკეტა „კინჟალი" ჩამოაგდეს. „როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა (პეტრიოტი) არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომლითაც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უზრუნველყო უკრაინა" - განაცხადა რაიდერმა.

მისივე თქმით, აშშ და მისი პარტნიორები უკრაინის დახმარებას საბრძოლო მასალითა და უკრაინის თავდაცვის საჰაერო შესაძლებლობებით გააგრძელებენ.

რა უპირატესობებს მოიპოვებს უკრაინა ფრონტზე და რამდენად ეფექტურია მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა „რეზონანსს" სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, უკრაინელი მეზენიტეების მიღწევით როგორც პენტაგონმა ისევე ამერიკელმა კონსტრუქტორებმა უნდა იამაყონ, იმიტომ რომ „პეტრიოტმა" შეძლო ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი რაკეტის ჩამოგდება ანუ „პეტრიოტის მოდერნიზებულმა სისტემამ დაამტკიცა, რომ ის არამარტო საზენიტოა, ანუ განკუთვნილი აეროდინამიკური სამიზნეების, თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად, არამედ ანტირასაკეტო მისიის განხორციელებაც შეუძლია, აერობალისტიკური რაკეტის ჩამოგდებაც კი.

„უკრაინის ფრონტი დაახლოებით 800 კილომეტრის სიგრძისაა, მაგრამ გარდა ამისა უკრაინელებს ასევე უწევთ, უკრაინის ქალაქების დაცვა რუსეთ-უკრაინის საზღვრის მთელ გაყოლებაზე, უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე და ასევე ოკუპირებული ყირიმის მხრიდან. ასე რომ, უკრაინას სჭირდება ბევრად მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ვიდრე ახლა აქვს, პირველ რიგში რაკეტები.

„კი, დასავლეთი ეხმარება აწვდის მას გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ვერც იქნება საკმარისი, იმიტომ, რომ ერთი მოწინააღმდეგის ერთი ფრთოსანი რაკეტის ან მითუმეტეს ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად, საჭიროა ორი ან მეტი საზენიტო რაკეტის გამოყენება, ასე რომ, ეს პრობლემა არის ყოველთვის.

„გააჩნია აქ რაკეტების ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლების შეჯიბრი არ ხდება, აქ მნიშვნელოვანია თუ რა ტაქტიკით ხდება გამოყენება. იგივე საზენიტო საშუალებები უნდა იყოს ჩასაფრებაში და ისე უნდა იყოს გამოყენებული.

„თუ ის მუდმივად არ შეიცვლის პოზიციას და მუდმივად ერთ ადგილზე იქნება, მაშინ მოწინააღმდეგე ანტისარადარო რაკეტით ააფეთქებს მას. ეს ნიუანსები არის გასათვალისწინებელი, რაშიც უკრაინელები მსოფლიოში გამოცდილები არიან" -განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×