ნაზი ბერიძე
08.05.2023

„ეხო კავკაზა" კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცა რვა ქვეყნის ლიდერს - აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის, ასევე, ორი დეფაქტო რესპუბლიკის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა „მილოცვა" გაუგზავნა საქართველოსა და მოლდოვას ხალხს. გზავნილის ტექსტიდან ირკვევა, რომ ეს არ არის მილოცვა ამ ქვეყნების ლიდერებისთვის. ამასთან, პუტინმა არც უკრაინის პრეზიდენტს და არც უკრაინელ ხალხს გამარჯვების დღე არ მიულოცა.

როგორც თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რუსეთს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები არ ეყოლება 9 მაისის აღლუმზე მისი უკრაინისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.

„გასაკვირიც იქნებოდა საქართველოს ხელისუფლება რომ მიეწვიათ, იმიტომ რომ სადაც ოკუპირებული ტერიტორიებია მოხსენიებული, იქ საქართველოს ადგილი არც არის.

„გამომდინარე იმ კონიუნქტურიდან, რა დღეშიც დღეს არის რუსეთი, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არა მგონია თუნდაც ამ დასახელებული ლიდერების უმრავლესობა, მივიდეს იმ ფონზე რომ ზოგიერთი მათგანი ეჭვის თვალით უყურებს რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში.

„ჩამოთვლილი სახელმწიფოები, რომლებიც მიწვეულები არიან, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა ამბიციებიც პუტინს აქვს.

„თუ გადავხედავთ ათი წლის წინ როგორ იყო, როცა ჩამოდიოდნენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები - საფრანგეთის გერმანიის და ა.შ. დღეს კი იზოლირებული დარჩა რუსეთი" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ერთერთი რუსული მედიის ცნობით, 9 მაისს ფაშიმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მოსკოვში ვიზიტი ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დაადასტურა. ის მოსკოვში 8 მაისს ჩავა, 9 მაისს კი წითელ მოედანზე აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.

ერთ-ერთი თურქმენული მედიის ცნობით, კი, თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდი მუჰამედოვმა ასევე მიიღო მოწვევა მოსკოვში გამარჯვების დღის აღნიშვნაში მონაწილეობის მისაღებად. მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ ერთი უცხო ქვეყნის ლიდერის ყირგიზეთის მეთაურის სადირ ჯაფაროვის შესახებ, რომლის ვიზიტი მოსკოვში 9 მაისს იგეგმება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×