ელზა პაპოშვილი
10.01.2024

თბილისში ცოლის საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  როგორც ირკვევა,  მკვლელობის ფაქტს ბრალდებულის მამაც შეესწრო და სავარაუდოდ, ის არის ოქროს მოწმე, რომელმაც ზუსტად იცის რა მოხდა საბედისწერო ღამეს. 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე საწოლში მძინარე მოკლა. მას შვილთან ერთად ეძინა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე სახლში დაბრუნდა და დანით არაერთი მძიმე ჭრილობა მიაყენა. შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. 

სწორედ მამაკაცის ხანდაზმული მამა შეესწრო სასტიკ დანაშაულს,  რომელიც გარეთ ჩვილთან ერთად გამოიქცა და მეეზობლებს დხმარებას სთხოვდა. კაცი იმდენად შოკში იყო, რომ ვერ ამბობდა რა მოხდა. სახლში შესულ მეზობლებს კი საზარელი სურათი დახვდათ - საწოლში მწოლარე გოგო მძიმე ჭრილობებით იპოვეს. იქვე იყო ბრალდებული მამაკაციც, რომელმაც თვითმკვლელობის მზინით ასევე ჭრილობები მიიყენა. 

ქალის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. მათი თქმით, ის საოპერაციო ბლოკში დაიღუპა. მამაკაცი კი გადარჩა და ის ოთხშაბათს გონზე მოვიდა. როგორც  ექიმები ამბობენ, მისი დაკითხვა ამ დორმდე ვერ ხერხდება და ბარლი დაუსწრებლად წაუყენეს.   

ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, თუმცა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი არ იყო.  

„მამამთილი შესწრებია ამ საშინელ ამბავს. როგორც ვიცით, კონფლიქტი ან ხმაური ღამე არ ყოფილა. რა მოხდა, რა მოუვიდა ასე უცებ - არავინ იცის. ნასვამი ყოფილა და პათოლგიური სიმთვრალე ჰქონია. ამბობენ, რომ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა. ზუსტად არავინ არაფერი იცის. 

„ახალი შეუღლებულები იყვნენ, 4 თვის ჩვილი ჰყავთ. ბიჭის მამას ამ საზარელი სურათის ნახვის შემდეგ ბავშვი გამოუყვანია. გარეთ იდგა და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. იმდენად შოკში იყო, რომ ვერც ამბობდა რა მოხდა. როცა შიგნით შევიდნენ, საშინელება დახვდათ. 

„გამოიძახეს პოლიციაც და სასწრაფოც. გოგოც და ბიჭიც ცოცხლები იყვნენ. თუმცა გოგოს იმდენი ჭრილობა ჰქოდა, რომ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორ შეიძლება ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გააკეთოს, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში?!“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ახალგაზრდა წყვილის ახლობლებს ამაზე საუბარი უჭირთ, რადგან, მათი თქმით, ცოლ-ქმარს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.

„ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩვენ როგორც ვიცით, ძალიან პატივს სცემდა მეუღლე და რა მოხდა, მართლა არ ვიცი. ასაცრელად ჰყავდათ ბავშვი წაყვანილი. სავარაუდოდ, ბიჭის მამას ეცოდინება, იმიტომ, რომ სახლში მარტო ის იყო. ამბობდნენ, რომ ამ ბიჭის სმა უყვარდაო, მაგრამ ამ გოგონას ხელში მსგავსი არაფერი ყოფილა. ახლა რა მოხდა, რამ განაპრობა ეს საშინელება, არავინ იცის“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.      

პოლიციამ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.  აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით  გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად მოთავსებულია საავადმოყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - წერია შსს-ს განცხადებაში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×