ელზა პაპოშვილი
07.01.2024

ყაჩაღობა გორში - საახალწლო კონცერტზე ქარელიდან ჩამოსულმა ახალგაზდებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი არასრუწლოვანია, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. როგორც ირკვეევა, 20 წლის მამაკაცმა არასრუწლოვანთან ერთად ღამის საათებში სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით 280 ლარამდე წაართვა. 

ბენზინგასამართი სადგური ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს მდებარეობს  და ახალგაზრდებმა ტერიტორია გამვლელი ავტომობილის მეშვეობით დატოვეს. 20 წლის მამაკაცმა თნმხლებ არასრუწლოვანს  დაყაჩაღებული თანხიდან 40 ლარი მისცა, ხოლო დანარჩენი თანხით სახლში მივიდა და დაიძინა. ის პოლიციამ დილით დააკავა. ახალგაზრდა ამბობს, რომ ნასვამი იყო და იარაღი, რომლითაც ოპერატორი შეაშინა, სათამაშოა.

„რაც გავიგეთ ისაა, რომ ახალი წლის კოცნერტზე ჩამოსულან და დამთვრალან. მერე ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. სათამაშო თოფი ჰქონია, რომელიც ნამდვილს ძალიან ჰგავს. ოპერატორი მარტო ყოფილა და რაც ნავაჭრი ჰქონია, სადღაც 280 ლარამდე მიუცია. არასრუწლოვანი გარეთ ელოდებოდა თუ ისიც შიგნით იყო, მაგდენი არ ვიცით. როგორც თავად ამბობს, ის ბავშვი გარეთ მელოდებოდაო. მისთვის 40 ლარი მიუცია და გამვლელი ავოტმობილი გაუჩერებია, ასე ჩამოსულა ქარელში. 

„პოლიცია სახლში დილით დაადგა და დააკავეს. ფულიც სახლშივე ჰქონდა. დანაშაულს აღიარებს და ნანობს, ამბობს, რომ ნასვამი ვიყავი და შემეშალაო“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

დაკავბეულის ადვოკატი  ვაჟა სუხიტაშვილი მედიასთან ამბობს, რომ მას საპროცესო შეთანხმება უკვე  გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც 20 წლის ბრალდებულს ახლა ციხეში სამი წლის გატარება მოუწევს, სამი წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

მისივე ცნობით, ბრალდებული ამბობს, რომ მთვრალი იყო და ვერ აცნობიერებდა რას სჩადიოდა. ის ასევე ადასტურებს, რომ 20 წლის ახალგაზრდას არა ნამდვილი, არამედ სათამაშო იარაღი ჰქონდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×