ელზა პაპოშვილი
28.12.2023

თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - გამოძიებით ირკვევა, რომ ჯარისკაცს, რომელსაც თავისი კოლეგისა და ნათელ-მირონის მკვლელობა ედება ბრალად, შურისძიების მოტივი ამოძრავებდა. განსასჯელის სკამზე მყოფი ხვიჩა ვარდიაშვილი დუმილის უფლებას იტოვებს და ხუთშაბათს სასამართლოზე მან მხოლოდ  ერთადერთი რეპლიკა გააჟღერა: „ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, მტერს არ ვუსურვებ...“

ხმაურიანი საქმის სასმართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მკვლელობის მოტივზე ისაუბრა და თქვაა, რომ 42 წლის ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. პროკურორი ამბობს, რომ ვარდიაშვილმა მისი მეგობრის და ცოლის სავარაუდო კონტაქტის შესახებ გაიგო და მეგობართან შურის საძიებლად მივიდა. პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით,  დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა ერთადერთი, ვისაც მომხდარის შესახებ შეატყობინა, მისი უშუალო მისი სამხედრო მეთაური იყო. სამხედრო მოსამართლემ ხვიჩა ვარდიაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.    

აღიარებს თუ არა თავად დაკავებული დანაშაულს, ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატი მედიასთან ამბობს,რომ  ბრალდებულს მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, რომელსაც, თუკი საჭიროდ ჩათვლის, გაახმოვანებს. ადვოკატი აცხადებს, რომ  ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რის გამოც მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. 

არაოფიციალური ინფორმაციით კი, გუჯეჯიანს მეგობარმა და ნათელ-მირონმა სახლთან გამთენიისას მიაკითხა. ის დასალაპარაკებლად სახლიდან გამოიყვანა და სამსახურეობრივი იარაღიდან 7-ჯერ ესროლა. 

„არავინ იცის ზუსტად რა და როგორ მოხდა. მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს. მხოლოდ კამერის ჩანაწერები არსებობს, რომელიც პროკურატურამ უკვე ამოიღო. იქ ჩანს, რომ ქუჩაში გამოსულ გუჯეჯიანს  შელაპარაკების გარეშე, მეგობარი იარაღიდან ესვრის. 

„მათ ჰქონდათ ოჯახებით ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა. ერთმანეთის ნათელ-მირონები არიან. სავარაუდოდ, ცოლზე ეჭვიანობის მოტივით, ხვიჩამ ლაშას ესროლა. რა გაიგო, რაზე გამწარდა და რა მოხდა, არავინ იცის. ასე დალაპარაკების და ჩხუბის გარეშე პირდაპირ სახლის წინ მოკლა. ხმაურზე და სროლაზე გამოსულ მეზობლებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ადგილზევე დაიღუპა. როგორც ვიცი, სამხედრო პოლიციას თავად ჩაბარდა და არ გაქცეულა“, - უყვება წყარო „რეზონანსს“.

ხმაურიანი საქმის პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე დანაშაულის ამ სავარაუდო მოტივს ადასტურებს და ამბობს, რომ ბრალდებულის მეუღლეს გარკვეული კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან და სწორედ ეს გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ნათელ-მირონებს შორის.

ნიშნიანიძე ასევე საუბრობს კამერების ჩანაწერებზე და ამბობს, რომ მიმდინარეობს ახლომდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების გამოთხოვა, რაც სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება საქმეში.

„არსებობს იმის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. მოტივს რაც შეეხება, დაკავებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მეუღლეს გარკვეული კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან და ეს გახდა მოტივი შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაედინა განზრახ მკვლელობა.

„არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება არ უძღოდა. რაც შეეხება კამერებს, მიმინარე ტერიტორიაზე არსებობს კამერები, მიმდინარეობს პროცედურები გამოთხოვასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება მოწმეებს, ისინი გამოკითხული არიან. რაც შეეხება უშუალოდ თვითმხილველს, ასეთი არავინ არის. ერთადერთი ადამიანი, ვისაც 

ბრალდებულმა (მომხდარის შესახებ) შეატყობინა, იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი და ხელმძღვანელმა გამოიკითხვის შედეგად დაგვიდასტურა ეს ფაქტი.

„ბრალდებული, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩვენებას არ აძლევს და სავარაუდოდ, სასამართლოს შემდეგ ისაუბრებს“, - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×