სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    23.02.2011

    არაბულმა რევოლუციებმა ნავთობის ფასი ყველა სანავთობო ბირჟაზე გაზარდა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ თუ ვითარება დაიძაბა ირანშიც არ არის გამორიცხული, რომ "შავი ოქროს" ღირებულებამ 2008 წლის რეკორდები მოხსნას. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირების გამო საქართველოში არსებული ნავთობკომპანიები საწვავის კიდევ 10 თეთრით გაძვირებას პროგნოზირებენ.

    მარი ჩიტაია
    22.02.2011

    გასართობ ცენტრებს თბილისში მუშაობა უჭირთ. ამის მიზეზი მომხმარებლის პასიურობაა. საფინანსო კრიზისისა და ქვეყანაში შექმნილი სოციალური პრობლემების გამო, თბილისელების უმრავლესობა გართობას ვერ ახერხებს. გასართობი საშუალებებიდან ყველაზე აქტიური დღესდღეობით ბილიარდის კლუბებია, სადაც მომხმარებელი ჯერ კიდევ დადის. რაც შეეხება კეგლის კლუბებს, გართობის ეს სახე დედაქალაქში ნაკლებად პოპულარულია. თბილისში სულ რამდენიმე ბოულინგ-ცენტრი არსებობდა, ზოგიერთი ეკონომიკური კრიზისის დროს დაიხურა, ზოგმაც მუშაობა გააგრძელა, მაგრამ მომხმარებლის შენარჩუნება ვერ შეძლო. საბილიარდოებიც კი, რომლის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო, უკანასკნელ პერიოდში თითქმის დაცარიელებულია.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.02.2011

    პზკთ სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატები მეწარმეების ნაწილს უფასოდ გადაეცემა, ნაწილი კი საკუთარი ხარჯებით იყიდის. საერთო ჯამში, ახალი აპარატების მეწარმეებისთვის ჩუქება სახელმწიფო ბიუჯეტს 13,3 მილიონი ლარი დაუჯდება. დაპირება იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტრო ახალ აპარატს ყველა მეწარმეს უსასყიდლოდ გადასცემდა, მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. შედარებით მსხვილი და წელმომაგრებული ბიზნესი მორიგ დამატებით ხარჯს ვერ გადაურჩება.

    ელზა წიკლაური
    22.02.2011

    უცხოური ბიზნეს-კომპანიები აფხაზეთში სამეწარმეო საქმიანობით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან. ჯერ იყო და ოკუპირებულ რეგიონში ფეხის მოკიდება რუსულმა ბანკებმა დაიწყეს, შემდეგ იქ "როსნეფტი" შევიდა. ცხადია, რომ არც მაშინ და არც ახლა რუსული კომპანიების აფხაზეთში შესვლა არავის გაჰკვირვებია, მაგრამ მოულოდნელი აღმოჩნდა აფხაზეთით ბრიტანული "შევრონის", იტალიური "ბენეტონის" და "კოკო აგრიფუდის" დაინტერესება.

    წერილი
    19.02.2011

    ბიზნესსა და მთავრობას შორის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ბიზნესმენების შემდეგ ელჩები და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები ალაპარაკდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ინვესტიციების მოსაზიდად გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნა აუცილებელია.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.02.2011

    კონტროლის პალატის დასკვნის გამო სადაზღვევო მაქინაციებში მხილებული ადამიანების ნაწილი ისევ ციხის იზოლატორში რჩება. ნაწილი კი საპროცესო გარიგების საფუძველზე გამოიყვანეს. ის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა პოლისები რამდენიმე თვის დაგვიანებით დაარიგეს, ხელისუფლების ყველა უწყებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, მედიაციის სამსახურში შესული იყო უამრავი საჩივარი. ამ დარღვევების შესახებ "რეზონანსი" ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე წერდა. სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულმა პედაგოგებმა სხვადასხვა მედიის საშუალებით ხელისუფლებას დახმარებაც კი თხოვეს, თუმცა პალატის დასკვნამდე ამ საკითხზე რეაგირება არავის მოუხდენია.

    მარი ჩიტაია
    17.02.2011

    მკვეთრად გაძვირებული საკვები პროდუქტების ნუსხაში ციტრუსიც მოჰყვა. ბოლო ორ კვირაში, დაახლოებით, 20-30 პროცენტით გაძვირდა მანდარინი, უმნიშვნელო მატება დაფიქსირდა ლიმონსა და ფორთოხალზე. სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტები ციტრუსის გაძვირებას საბაზრო ტენდენციას არ უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ზოგადად საკვებზე ფასების ზრდის პროცესებთან მას არაფერი აქვს საერთო. მათი ინფორმაციით, ციტრუსის გაძვირება სეზონურია და მოსავლის მარაგის დასრულებას უკავშირდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.02.2011

    რა ართულებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას - რუსეთის ფაქტორი, თუ საქართველოს მიერ შეუსრულებელი პირობები? საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გართულებას, რუსეთის ფაქტორს მიაწერენ. ევროკომისიაში კი აცხადებენ, რომ მიზეზი იმ რეკომენდაციების შეუსრულებლობაა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.02.2011

    ნავთობპროდუქტების ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი ებრაული კომპანია შემოდის. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ებრაელები "სენტასა" და "მაგნატის" ქსელის შეძენითა და გაერთიანებით არიან დაინტერესებულნი. ამჯერად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორივე კომპანიის ხელმძღვანელობასთან, თუმცა კომპანია "სენტაში" ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.02.2011

    სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში უამრავი განცხადება გაკეთდა. სპეციალისტების ერთი ნაწილი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ხელისუფლებას სამართავად კერძო კომპანიებსათვის არ უნდა მიეცა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შექმნილიყო სოციალური სამსახური, რომელიც მოგებაზე არ იქნებოდა ორიენტირებული და ამ თანხას მთლიანად დაზღვეულებისკენ მიმართავდა.

    მარი ჩიტაია
    10.02.2011

    უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდას 2011 წლის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ. ამ განცხადების საბაბს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იძლევა. თუმცა უძრავი ქონების სფეროს ექსპერტები ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და მაინც ინარჩუნებენ ოპტიმიზმს, რომ სამშენებლო ბიზნესში არსებული მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება. მეტიც, დარგის სპეციალისტები ასევე აცხადებენ, რომ უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია, ფასები ამ მიმართულებით 20-30 პროცენტით მოიმატებს და ზრდა შემდეგ ეტაპზეც გაგრძელდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.02.2011

    საქართველოს უმსხვილესი ინვესტორები - არაბები და ყაზახები საინვეტიციო ვალდებულებების ბოლომდე შესრულებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ. ფოთის ინდუსტრიული ზონა ისევ გაჩერებულია, "იმელის" შენობის ნაცვლად, "კემპინსკის" სასტუმროს აშენებას საშველი არ დაადგა. ასევე უსაშველო გახდა, ათასგზის დაპირებული ხორბლის ტერმინალი, ბორჯომში "ლიკანის" მშენებლობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, არც ერთი ინვესტორი არ დასჯილა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter