სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    12.07.2011

    თხილი ბოლო წლებში ერთ-ერთ უხვშემოსავლიან და მომგებიან პროდუქტად ითვლება და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მის მიმართ დიდი ინტერესია. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც თხილისთვის კარგი ნიადაგია. ამ რეგიონში თხილმა ჩაიც ჩაანაცვლა და ციტრუსიც.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.07.2011

      საქართველოში ცხვრის ბუმი მინელდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლეულს მხოლოდ 27 ათასი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. ცხვარი, ძირითადად, ირანელებმა იყიდეს. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი სექტემბერში გაიზრდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.07.2011

    კოპიტნარის აეროპორტისა და "საქართველოს ფოსტის" გაყიდვა მყიდველის არარსებობის გამო გადაიდო. "რეზონანსს" ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ამტკიცებს, რომ ამ ობიექტების ყიდვის სურვილს უამრავი ინვესტორი, მათ შორის, ევროპიდან გამოთქვამდა. თუმცა, ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მაჩვენებელი და ინვესტორთა ხუთეული ნათლად აჩვენებს, ვინ რა კაპიტალდაბანდებას ახორციელებს საქართველოში.

    ნატა გიორგაძე
    05.07.2011

    მთავრობამ კოპიტნარის აეროპორტის გასხვისება გადაიფიქრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ამის მიზეზი აეროპორტის შეძენის მსურველთა დიდი რაოდენობა გახდა. ეს ცოტა არ იყოს, საეჭვო მიზეზია, თუმცა მინისტრს ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით მეტი არაფერი წამოცდენია. არადა, კოპიტრანის აეროპორტის გაყიდვას ხელისუფლება უკვე წლებია ცდილობს, ინვესტორის არარსებობის გამო კი მისი გასხვისება ვერა და ვერ მოხერხდა.

    მარი ჩიტაია
    28.06.2011

      საზაფხულო სეზონს უალოკოჰოლო სასმელების ბიზნესში დადებითად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულმა "დააგვიანა", ცივ სასმელებზე მოთხოვნამ მაინც მოიმატა. ტემპერატურის მატების პარალელურად, სავაჭრო ობიექტებში სხვადასხვა დასახელების პროდუქცია უკვე გაორმაგებულადაც იყიდება. ბაზარზე წარმოდგენილია გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი, რომელთა შორის კარგად გაყიდვადი მაინც ცნობილი ბრენდების ნაწარმია, რომელსაც მომხმარებელი უფრო ენდობა. განსაკუთრებით კარგად იყიდება ლიმონათები "ნატახტარისა" და "ზანდუკელის" სახელწოდებით. არანაკლებ პოპულარულია ბაზარზე ახლად შემოსული წვენი "კამპა", სეზონური ცვლილება დადებითად აისახა ცივი ყავის გაყიდვებზეც.

    მარი ჩიტაია
    23.06.2011

      სამშენებლო სექტორის დასახმარებლად ხელისუფლება ახალ გადაწყვეტილებას იღებს. ცვლილება იმ კომპანიებს შეეხება, რომელთაც შეუსრულებელი ვალდებულებები აქვთ და ამის გამო ყოველდღიურად საჯარიმო სანქციები ეკისრებათ. სამშენებლო სფეროს სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ შეფასება, რა შეღავათს მისცემს დაზარალებულ კომპანიებს ახალი საფინანსო ამნისტია, რომელიც ამ ეტაპზე მომზადების პროცესშია. მთავრობაში კი აცხადებენ, რომ პროექტის კორექტირებისთვის კომპანიებს სამთვიანი ვადა მიეცემათ, რა პერიოდშიც მათ კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ეპატიებათ მათ ჯარიმები და ექნებათ შესაძლებლობა, საქმიანობა თავიდან, "სუფთა ფურცლიდან" დაიწყონ.

    მარიამ ხიდაშელი
    18.06.2011

    საქართველოში შაქრის ბიზნესის მონოპოლისტმა "აზერსუნმა" უფუნქციოდ დარჩენილი კომპანიის "ქუალითი შუგარის" ლიკვიდაცია მოახდინა. "აზერსუნის" ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, როდესაც, შარშან, აგარის ქარხნის საკონტროლო პაკეტი შეიძინეს. სპეციალისტები მიჩნევენ, რომ შაქრის ბიზნესში არაჯანსაღი კონკურენციაა, შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე შაქრის ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი.

    მარი ჩიტაია
    17.06.2011

    საქონლის ხორცი მთავრობამ ევროკავშირის აქტიური მოთხოვნის გამო გააძვირა. ამ ინფორმაციას "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ავრცელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამ "ბრალდებას" არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

    მარი ჩიტაია
    17.06.2011

    საქონლის ხორცი მთავრობამ ევროკავშირის აქტიური მოთხოვნის გამო გააძვირა. ამ ინფორმაციას "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ავრცელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამ "ბრალდებას" არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.06.2011

    აჭარაში საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილს მთავრობის ინიციატივა ალტერნატიულ გადასახადთან დაკავშირებით აშინებთ. "რეზონანსი" სასტუმროს რამდენიმე მფლობელს დაუკავშირდა, თუმცა მათ ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება არ ხიბლავთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.06.2011

    "სან პეტროლიუმ ჯორჯია" ("ავტოგასამართი სადგურების "გალფი" მფლობელი) "ეკო ჯორჯიას" ავტოგასამართ სადგურებს ყიდულობს და "ელიტ ელექტრონიქსის" მართვაში შედის. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ამ საკითხებზე "თიბისი ბანკსა" და "ეკო ჯორჯიას" ბერძენ მფლობელთან კომპანია "სელენიკ პეტროლიუმთან" მოლაპარაკებები მიდის. ამ ეტაპზე კომპანიების წარმომადგენლები კონკრეტიზაციისგან თავს იკავებენ.

    მარი ჩიტაია
    14.06.2011

    თბილისის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ხორცის გაიაფებაზე ალაპარაკდნენ. მათი განცხადებით, რამდენიმე დღეა, მათ ინტენსიური შეხვედრები აქვთ "იბერმით ჯორჯიას" წარმომადგენლებთან. ფასის მოსალოდნელი ცვლილება ხორცის რეალიზაციის შემცირებას უკავშირდება. მოვაჭრეები ამბობენ, რომ გაყიდვა გაუნახევრდათ და უკვე მოსახლეობის მსყიდველუნარიან ნაწილსაც კი უჭირს ხორცპროდუქტების შეძენა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter